[Skip to Content]

Subscribe to our web page

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

Library / Research

მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში - საბჭოთა წარსულის გააზრება ვარდების რევოლუციის შემდეგ

Library Cover Image

Head:  მალხაზ მაცაბერიძე

Author:   თამარ ქარაია

Number Of Pages:  197

კვლევა მოიცავს მეხსიერების პოლიტიკას 2003 წლიდან (ვარდების რევოლუციიდან) 2012 წლის ოქტომბრამდე. საკვლევი პერიოდის განსაზღვრას საფუძვლად უდევს ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების გამოკვეთილი პოლიტიკური კურსი კოლექტიური მეხსიერების ფორმირების სფეროში. 2012 წლის ოქტომბრის შემდგომი პერიოდის ჩართვა ამ კვლევაში არასწორად ჩავთვალეთ, რადგანაც ახალი ხელისუფლების დისკურსი განსხვავებულია წინასგან და შესაბამისად, კვლევაში ახალი ინდიკატორების ჩართვას მოითხოვდა.

მოცემული კვლევა ორიენტირებულია, არა იმდენად ნარატივის შინარსობრივ ანალიზზე, არამედ მეხსიერების ადგილების შესწავლაზე. რა ინფორმაციის მატარებელია და რის შესახებ აპირებს ის ხსოვნის დამკვიდრებას. აღნიშნული ნაშრომი უფრო მეტად ცდილობს გაანალიზოს, თუ რამდენად ახდენდა დროის კონკრეტული მომენტში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი ზეგავლენას მოვლენის ინტერპრეტაციის ცვლილებაზე, როგორ ხდება ამ ცვლილების მიწოდება საზოგადოებისთვის, ფაქტების გახსენებით თუ პირიქით - დავიწყებით, როგორ ჩნდებიან და იცვლებიან ისტორიული პერსონაჟები პოლიტიკურ დისკურსში.

The website accessibility instruction

  • To move forward on the site, use the button “tab”
  • To go back/return use buttons “shift+tab”