[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია

05დეკ

Cover image

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან” (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2018 წლის 30 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე პერიოდში, 2,080 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვის შედეგად, სასამართლო სისტემის ავტორიტეტის, მოსამართლეთა როლის, ნდობის, განხორციელებული რეფორმების თაობაზე ცოდნისა და დამოუკიდებულების შესწავლასა და მოსახლეობის იმ ნაწილის გამოცდილების გამოვლენას, რომელსაც სასამართლოსთან რაიმე შეხება ჰქონია. 

„ჩვენი ინტერესი ყოველთვის დიდია იმ კვლევების მიმართ, რომლებიც სასამართლოს ეხება. ამ კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების თაობაზე,  მე ვფიქრობ, რომ ეს არის სასამართლო სისტემის გამოწვევა და ამის იდენტიფიცირება  ჩვენ უკვე მოვახდინეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის საჭიროების გაძლიერება არის გარდაუვალი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს“  - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

ცხადია, რომ საზოგადოებისგან შეფასების მიღება, იმის თაობაზე თუ როგორ არის მათ მიერ დანახული სასამართლო ხელისუფლება, უმნიშვნელოვანესია, როგორც სასამართლოსთვის, ასევე სხვა უწყებებისთვის. ჩემი აზრით, ეს გამოკითხვა  სასარგებლო იქნება შემდგომი რეფორმების უკეთ შემუშავებისა და განხორციელებისთვის და ასევე, საზოგადოებრივი აღქმის გაუმჯობესებისთვის“- მიუთითა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა.                                       

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: სალომე აჩბა, კომუნიკაციების მენეჯერი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC), [email protected]

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“