[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: EUR 267,780

ხანგრძლივობა: 2018-2020 წელი

2018 წლის 1 მაისიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“(IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“(CRRC) ერთად ახორციელებს პროექტს „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა”.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი  აქტივობების განხორციელება:

  • ბოლო წლების მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად დანერგილი საქმეთა ელექტრონული განაწილების ახალი სისტემის მუშაობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი და პერიოდული მონიტორინგის ანგარიშების მომზადება;
  • სასამართლო ხელისუფლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი და ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება;
  • მოსამართლის როლზე სოციოლოგიური კვლევა პროფესიული ჯგუფების, მათ შორის მოსამართლეების, მონაწილეობით;
  • საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო რეფორმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე;
  • სასამართლო სისტემაში მიმდინარე ძირითადი მოვლენების მედიაში გაშუქების მონიტორინგი;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრები მოსამართლეებთან;
  • ვორქშოფი გენდერული ბარიერების დაძლევის გზებზე სასამართლოში;
  • ეტაპობრივი სასტიპენდიო პროგრამების გამოცხადება აკადემიური წრის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და იურისტებისთვის თემატური ბლოგების, სტატიების, ესეების მოსამზადებლად;
  • მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ონლაინ ჟურნალის გამოცემა და პრეზენტაცია თბილისსა და რეგიონებში;
  • ვორქშოფი სტუდენტებისთვის, აქტივისტებისა და დაინტერესებული ჯგუფებისთვის შემდეგ საკითხებზე: ნარკოპოლიტიკა, საჯარო პროტესტები, ურბანული საკითხები, თანასწორობის თემები და მართლმსაჯულების სისტემის როლი.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“