საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ვებგვერდი: http://www.rfsu.se
Facebook: rfsu.se
სქესობრივი განათლების შვედური ასოციაცია (RFSU) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.
RFSU-ს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს პროექტებს, რომლის მიზანია ლგბტ თემისთვის ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი უფლებრივი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით: ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით სისტემური და მონაწილეობითი ადვოკატირება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის, სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმის გამოყენების გზით; ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი და პრევენციაზე დაფუძნებული პოლიტიკის ადვოკატირება; ქვიარ აქტივიზმის მხარდაჭერა ალეტრნატიული ცოდნის, დისკურსებისა და სადისკუსიო პლატფორმების შექმნის გზით; ორგანიზაციის ინსტიტუციური და თეორიული, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების საკითხებში ცოდნის გაძლიერების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ RFSU გამორჩეული პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც პროექტული აქტივობების მხარდაჭერის გარდა, აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებას.
ინსტრუქცია