საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 48,271.44
ხანგრძლივობა: 2020 წელი
2020 წლის მარტიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით (CTC), იწყებს ახალ პროექტს „ზრუნვის საჭიროებების, სერვისებისა და პოლიტიკის ადვოკატირება“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ააიპ „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული კვლევით "ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში" განსაზღვრული რეკომენდაციების აღსრულების მხარდაჭერა. კვლევაში მითითებული რეკომენდაციების აღსრულების ადვოკატირებამ, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემაში ხანგრძლივი ჩანაცვლებით მკურნალობის დანერგვის საკითხის პოლიტიკურ დონეზე და თემთან გააქტიურებას, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ არსებულ სერვისებზე თანაბარი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ქვე-გრანტიორ პარტნიორ ორგანიზაციასთან "ალტერნატივა ჯორჯიასთან". საერთო ჯამში, პროექტით გათვალისწინებულია 8 ძირითადი აქტივობის განხორციელება, რომელიც მოქცეული ორი ძირითადი მიზნის ქვეშ.
ამოცანა 1. კვლევით "ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში" განსაზღვრული რეკომენდაციების დანერგვის მიზნით პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება, საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში გააქტიურება, შესაბამისი მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება (რელევანტურ უწყებების და თემაზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობით); აგრეთვე, ოჩთ პროგრამის დამკვიდრების მიზნით სამოქმედო გეგმის და რელევანტურ მარეგულირებელ აქტებში ცვლილებების პროექტის შემუშავება.
ამოცანა 2. აქტივისტთა ჯგუფთან და სერვისის ბენეფიციარებთან მათი საჭიროების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება, აღნიშნული პროგრამის დანერგვაში/განხორციელებაში მათი მონაწილეობის გაძლიერება. ამ მიზნით, დახურული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ინფორმაციული ბუკლეტებისა და მულტიმედია პროდუქტების შექმნა და მათი გავრცელება.
ინსტრუქცია