საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 35,000
ხანგრძლივობა: 2018-2019 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ა(ა)იპ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) თანამშრომლობით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „თანასწორი გარემოს ხელშეწყობა, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გამოყენებით“.
პროექტი შედგება ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან: მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკის და კანონმდებლობის გამოვლენა და ცვლილებები (PHR) და შრომის უფლებაში დისკრიმინაციული პრაქტიკების გამოვლენა და ცვლილებები (სოციალური სამართლიანობის ცენტრი). ორგანიზაციები ერთობლივად იმუშავებენ იმ შემთხვევებზე, როდესაც შრომის უფლებაში თანასწორობის დარღვევა დაფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მიმართ და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააძლიერებენ საქმისწარმოებას.
პროექტის განმავლობაში დაიწყება მინიმუმ 7 სტრატეგიულ საქმის წარმოება (4 შშმ პირთა და 3 ხანდაზმულთა დასახმარებლად), როგორც საერთო სასამართლოების ისე, საქართველოს სახალხო დამცველის ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის მიმართვის გზით. აგრეთვე, განხორციელდება მინიმუმ 4 გასვლითი ვიზიტი, ხანდაზმულთა, შშმ პირთა პანსიონატებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, როგორც თბილისის, ასევე რუსთავის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მომზადდება მე-3 პერიოდული ანგარიში, სადაც გაანალიზდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა მიმართ თანასწორობის უფლების დასაცავად ჩატარებული სამართალწარმოება. ანგარიშში შევა პრეცედენტული საქმეები, რომელებიც როგორც თემის წევრებს, ასევე პროფესიულ საზოგადოებას (ადვოკატებს, მოსამართლეებს) დაეხმარება თავად გამოიყენონ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები დარღვეული უფლებების აღსადგენად. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მინიმუმ 4 გასვლითი ვიზიტი, რომელთა მიზანი რეგიონებში არსებული მდგომარეობის გამოვლენა და პერიფერიებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით სტრატეგიული სამართალწარმოების დაგეგმვა იქნება. პროექტის გუნდი მოამზადებს მინიმუმ ორ მცირე ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელიც გამოავლენს შრომით ურთიერთობებში უთანასწორობის პრაქტიკებს და აღნიშნულის მიმართ სახალხო დამცველისა თუ სასამართლოს მიერ გამოყენებულ სტანდარტებს შეაფასებს.
ინსტრუქცია