[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / პროექტები

სოციალური და ეკონომიკური უფლებების შინაარსისა და მათი განსჯადობის შესახებ ცოდნის ხელშეწყობა

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 51 186.74

ხანგრძლივობა: 2024 წელი

2024 წლის ივნისიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომლის მთავარ მიზანსაც სოციალური და ეკონომიკური უფლებებისა და დემოკრატიის ხარისხთან მათი ბმის შესახებ სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირებულობისა და სენსიტიურობის ზრდა წარმოადგენს.

პროექტი თავის თავში მოიცავს სოციალური და ეკონომიკური უფლებების შინაარსისა და სისტემური გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას. ამ მიზნით გათვალისწინებულია საჯარო ღონისძიებების (მათ შორის, რეგიონებში) განხორციელება, ასევე, სტუდენტთათვის თემატური საზაფხულო სკოლისა და ესეების კონკურსის ჩატარება.

ფრიდრიხ ებერტის ფონდსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრს შორის თანამშრომლობა 2024 წლის ივნისიდან დაიწყო. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ცენტრმა ფონდის დაფინანსებული პროექტის - “სოციალური და ეკონომიკური უფლებების შინაარსისა და მათი განსჯადობის შესახებ ცოდნის ხელშეწყობა” - განხორციელება.

ფონდსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრს შორის ამჟამინდელი თანამშრომლობა ფოკუსირდება სოციალური და ეკონომიკური უფლებების შინაარსსა და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებულ სისტემურ გამოწვევებზე, ასევე, ამ უფლებების განხორციელებისა და დემოკრატიის ხარისხის ურთიერთმიმართებაზე.

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“