საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 186,920.00
ხანგრძლივობა: 2015 წელი
2015 წლის სექტემბრიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დაიწყო მუშაობა პროექტზე - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ადვოკატირების ხელშეწყობის გზით.“ პროექტი სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით ხორციელდება.
ლგბტ თემი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფს ჩვენს რეალობაში, რომლის წარმომადგენლები ყოველდღიურად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, დისკრიმინაციასა და შევიწროებას. ლგბტ პირების უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა კი არაეფექტურია და არ ასახავს არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად. კვლავაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტური გამოძიება და პრევენცია.
პროექტის მიზანია ლგბტ თემისთვის ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი უფლებრივი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
პროექტის განხორციელების პროცესში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს აღნიშნულ თემებზე მომუშავებ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ინსტრუქცია