საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 47,509
ხანგრძლივობა: 2018-2019 წელი
2018 წლის 2 აპრილიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია სამართალდამცავ სისტემაში ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობა, კონსტიტუციური ცვლილებების შუქზე კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის მხარდაჭერა. ამ მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს:
პროექტის აქტუალურობა განპირობებულია ბოლო კონსტიტუციური რეფორმით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა პროკურატურის კონსტიტუციური ადგილი სახელისუფლებო ვერტიკალში და აგრეთვე წარმოიშვა საჭიროება, ახლებურად - ორგანული კანონის დონეზე - მოწესრიგდეს მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, პროკურატურის საპარლამენტო ანგარიშვალდებულის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
პროკურატურის რეფორმის პარალელურად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი განაგრძობს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. სამინისტროს ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით უკვე დაანონსებული აქვს, მათ შორისაა საპოლიციო დანაყოფების სტრუქტურული რეფორმირება და მოდერნიზაცია.
პროექტის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი განახორციელებს როგორც კვლევით, ისე საადვოკაციო საქმიანობას, მათ შორის:
პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.
ინსტრუქცია