საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 79,177.50
ხანგრძლივობა: 2015-2016 წელი
2015 წლის აგვისტოდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ხელშეწყობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს პროექტს „შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა.“
პროექტით გათვალისწინებულია ახლადშექმნილი შრომის ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესწავლა და მისი აქტივობების მონიტორინგი, მათ შორის, სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით. მონიტორინგის შედეგები გამოყენებული იქნება ანგარიშის დოკუმენტში, რომელმაც უნდა მოიცვას შრომის ინსპექციის საქმიანობისა და სტრუქტურის შეფასება, როგორც მიმდინარე პრაქტიკის, ისე ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ჭრილში და სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან მიმართებაში.
გარდა კვლევითი კომპონენტისა, პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულთა, ჟურნალისტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების, ასევე შრომის ინსპექციის დანიშნულების კუთხით, ტრენინგების ჩატარება. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა ტიპის ვორკშოპები და ფოტოგამოფენა.
პროექტი ხორციელდება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ინსტრუქცია