საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 16,226
ხანგრძლივობა: 2017-2018 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ა(ა)იპ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) თანამშრომლობით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „შრომის და დასაქმების სფეროში მოწყვლადი ჯგუფების თანასწორობის ხელშეწყობა“. პროექტი მიზნად ისახავს, საერთო სასამართლოებისა და სახალხო დამცველის მექანიზმის გამოყენებით დისკრიმინაციის აღმოფხვრას მოწყვლადი ჯგუფებისათვის და შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უფლების დაცვას.
პროექტი შედგება ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან:
ორგანიზაციები ერთობლივად იმუშავებენ საქმეებზე, რომლებშიც ფიქსირდება შრომით უფლებებში თანასწორობის დარღვევა როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, აგრეთვე ხანდაზმულთა მიმართ. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააძლიერებენ საქმისწარმოებას.
პროექტის განმავლობაში PHR - აწარმოებს მინიმუმ 7 სტრატეგიულ საქმეს (4 შშმ პირთა და 3 ხანდაზმულთა დასახმარებლად) როგორც საერთო სასამართლოების, ისე საქართველოს სახალხო დამცველის ანტიდისკრიმინაციული მექანიზმისთვის მიმართვის გზით. სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში პროექტის გუნდი მოიძიებს ისეთ საქმეებს, რომლებიც აჩვენებს კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებულ მნიშვნელოვან ბარიერებს. პროექტის გუნდის მიერ სამართალაწარმოების პროცესი წარიმართება საქართველოს სახალხო დამცველის, საერთო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. სტრატეგიული სამართალწარმოების მიზანი იქნება არსებული უფლებაშემლახავი დისკრიმინაციული პრაქტიკის გამოვლენა და აღმოფხვრა.
ინსტრუქცია