საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 31,123
ხანგრძლივობა: 2014-2015 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმა.
სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმა გულისხმობს სააზროვნო სივრცის შექმნას ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, რომლის მიზანია საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გააზრება და საჯარო სივრცეში მისი რეპრეზენტაცია ტექსტების, სოციალური არტის შექმნისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.
პლატფორმა აერთიანებს აქტივისტთა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა აქტივისტების და წარმოადგენს მათი ურთიერგაძლიერების მცდელობას.
არსებული სოციალური წესრიგი და გაბატონებული იდეოლოგიური სისტემები ავიწროებს თავისუფალ სააზროვნო სივრცეს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში იდეოლოგიურად ფორმირებული და გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნის წარმოება ხელს უშლის კრიტიკული აზრის წარმოშობას და ახდენს არსებული ვითარების ლეგიტიმაციას. ჩვენი მიზანია, შეიქმნას სააზროვნო სივრცე, რომელიც დაცლილი იქნება დომინანტი ძალაუფლებრივი სისტემის გავლენისგან და ხელს შეუწყობს ადამიანებს ახალი ინფორმაცის მიღებასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში.
პროექტი მიზნად ისახავს არსებული სოციალური, და პოლიტიკური ძალადობრივი სისტემების კრიტიკულ გააზრებას და ჩაგვრის ფორმების გამოვლენას. სამოქალაქო პლატფორმა შექმნის სამოქალაქო აქტივისტების მიერ კონკრეტული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას.
პლატფორმის წევრებს ჩაუტარდებათ 12 ლექცია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რომელსაც აკადემიური გამოცდილების მქონე პირები წაიკითხავენ. გარდა, თეორიული მოდელების გააზრებისა, პროექტი გულისხმობს პლატფორმის ჯგუფის წევრებისთვის ტექნიკური უნარების გაძლიერებას, სხვადსხვა აქტივობის ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
პროექტის მიმდინარეობის დროს, პლატფორმის ჯგუფის წევრები დაგეგმავენ სხვადასხვა სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობას, რომლის მიზანი ჩაგვრის მანიფესტაცია და მარგინალური ჯგუფების მიმართ სოლიდარობა იქნება.
პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2014 – სექტემბერი 2015;
პროექტის ბიუჯეტი: 31,123 აშშ დოლარი.
ინსტრუქცია