[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა თანასწორობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 49,977

ხანგრძლივობა: 2019-2020 წელი

2019 წლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) თანამშრომლობით და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა თანასწორობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით“.

პროექტის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესება გამჭვირვალობის სტანდარტებისა და თანასწორობის პრინციპების შესაბამისად. მიზნის მისაღწევად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განახორციელებს:

  1. საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის დოკუმენტების, მათ შორის გრიფირების სისტემის შესწავლა/ანალიზსა და პრობლემების იდენტიფიცირებას;
  2. საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის კვლევას;
  3. ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას;
  4. კვლევის მიგნებებსა და მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი რეკომენდაციების ადვოკატირებას გადაწვეტილების მიმღებ პირებთან.

პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები და გრიფირების პროცესით დაინტერესებული პირები. შედეგად: პროექტის გუნდი მოახდენს კვლევა/ მონიტორინგზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებასა და წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რათა ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვას ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაში.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“