საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 9,744
ხანგრძლივობა: 2022 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) 2022 წლის აპრილიდან, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „საქართველოს კონფლიქტების ტრანსფორმაცია: წარსულის გადააზრება მომავლისთვის“.
საქართველოში კონფლიქტების წარმოშობიდან თითქმის 30, ხოლო აგვისტოს ომიდან - 11 წელი გავიდა. სამწუხაროდ, ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესი ჩიხშია შესული, რასაც თან ერთვის ერთგვარი პოლიტიკური დაღლილობა. ამგვარი გარემოებები სულ უფრო ამცირებს გამყოფი ხაზებით დაშორებულ ადამიანებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების შესაძლებლობებს.
მიუხედავად კონფლიქტების მხარეებს შორის გადადგმული არაერთი ნაბიჯისა (ეს ნაკლებად ეხება სამხრეთ ოსეთს უკიდურესი იზოლაციისა და მძლავრი რუსული გავლენის გამო), საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ეროვნული კონსენსუსი საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით. კონფლიქტის ტრანსოფრმაციის, რომელიც გულისხმობს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების და საზოგადოებაში გამყარებული ოფიციალური დისკურსისა და ნარატივის ცვლილების, მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული. ამ პროცესს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უშლის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სწავლის შიში. ამასთან, უკიდურესად მარგინალიზებულია ის მოსაზრებები, რომლებიც წარსულის გადააზრებასა და ალტერნატიული მოსაზრებების წინ წამოწევას ემხრობა. ნებისმიერი ამგვარი მცდელობა მეინსტრიმულ საზოგადოებაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც რუსეთისგან წამოსული საფრთხე.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში, კონფლიქტების ირგვლივ დამკვიდრებული ისტორიის ახლებური პერსპექტივიდან დანახვას, რაც, თავის მხრივ მოგცემს ისტორიის ქვემოდან წაკითხვის შესაძლებლობასა და კონფლიქტებთან დაკავშირებული უმძიმესი ადამიანური საფასურის გააზრებას. პროექტი ითვლისწინებს ინკლუზიური და თავისუფალი სივრცის შექმნას ისტორიკოსებისა და მკვლევრებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ კონსტრუქციული თანამშრომლობა იმ ხედვებისა და დისკურსის შემუშავების მიზნით, რომლებსაც შემდგომ, ფართო საზოგადოებას გააცნობენ. პროექტის ფარგლებში მომზადდება მულტიმედია პროდუქტები რევიზიონისტი ისტორიკოსებისა და მშვიდობის აქტივისტების გამოცდილების ირგვლივ. ინტერვიუები ჩაიწერება რუსულ ენაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თემებისთვის ხმის მიწვდენის მიზნით.
ინსტრუქცია