[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 351,878

ხანგრძლივობა: 2023-2025 წელი

გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD). 

პროექტის მიზანია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ხმების გაძლიერება და პოლიტიკურ დღის წესრიგში ასახვის ხელშეწყობა. პროექტის ძირითადი პრინციპა დაძლიეოს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გაუცხოება და სხვადასხვა პოზიტიური ინტერვენციებით ხელი შეუწყოს სოციალური შეჭიდულობის შენებას. 

ამ მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჩაატარებს შემდეგ სამუშაოებს:

  1. ინკლუზიური და მონაწილეობითი სათემო დისკუსიების წახალისება სხვადასხვა რეგიონში თემაზე: „როგორი საქართველოს მშენებლობა გვინდა?“ მომავალზე ორიენტირებული ამ კოლექტიური განხლვების საფუძველზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოამზადებს ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელსაც წარუდგენს ფართო საზოგადოებასა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს.
  2. სოლიდარობის პლატფორმის გაძლიერება, რომელიც აერთიანებს აქტივისტებს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, აჭარიდან, ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან, გალიდან, პანკისიდან, თბილისიდან და რომლის მიზანია სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ნამდვილი სოლიდარობის შენება და მათი საჭიროებებისა და წუხილების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება. პლატფორმისა და მისი წევრების მხარდაჭერას პროექტი მცირე გრანტებისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელების გზით უზრუნველყოფს.
  3. ინტერდისციპლინური კვლევების ჩატარება. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება მნიშვნელოვანი კვლევები, რომელიც ძირითადად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საჭიროებებს შეისწავლის. უფრო ზუსტად კვლევები ჩატარდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადიგენსა და წალკაში ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური ყოფა; რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და ქონებების გადაცემის პრატიკა და ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის ტენდენციები; ეთნიკური უმცირესობების თემებში ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივები და გამოწვევები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“