საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 78,744
ხანგრძლივობა: 2016-2017 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში ახორციელებს პროექტს „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის.“
პროექტის მიზანია დისკრიმინირებული რელიგიური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ მხრივ არსებული უთანასწორო საკანონმდებლო გარემოსა და პრაქტიკების სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით შეცვლის ხელშეწყობა. პროექტი გულისხმობს რელიგიის თავისუფლებასთან, ასევე რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელებას და საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკების გამოვლენასა და აღმოფხვრას. პროექტის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. უფრო დეტალურად პროექტი შემდეგ ძირითად აქტივობებს მოიცავს:
პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2016 – ივნისი 2017;
პროექტის ბიუჯეტი: 78,744 აშშ დოლარი.
ინსტრუქცია