საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 15,200
ხანგრძლივობა: 2016 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან თანამშრომლობით და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „პოლიციის გამჭვირვალობა საქართველოში“.
პროექტი მიზნად ისახავს 2015 წლის რეფორმის შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის განსაზღვრას, გამჭვირვალობის შემაფერხებელი კონკრეტული მიზეზების აღწერას, საქართველოს საპოლიციო სისტემაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ანალიზს.
აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, პროექტის ფარგლებში შეფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი, სამინისტროს მიერ სტატისტიკის წარმოების, მონაცემთა ბაზების შედგენის მეთოდები და ფორმები, ასევე მოხდება სამინისტროში მოქმედი საკადრო პოლიტიკის ანალიზი.
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას ორგანიზაციები ფუნქციურად ინაწილებენ.
საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომზადებული ანგარიში განთავსდება სოციალური სამართლიანობის ცენტრსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვებგვერდებზე.
ინსტრუქცია