[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: EUR 66,385.40

ხანგრძლივობა: 2015-2016 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2015 წლის 20 ივლისიდან ახორციელებს ახალ პროექტს – “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში”. პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

გასული ერთი წლის განმავლობაში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ინტენსიურად მუშაობდა სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხების კვლევაზე. ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პოლიციის პოლიტიზირების რისკებს სისტემური საფუძვლები აქვს, რამდენადაც პოლიტიკური ხელისუფლების ბერკეტები პოლიციის საქმიანობაზე მაღალია.

ახალი პროექტის ფარგლებში კი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს განახორციელოს პოლიციის საქმიანობის პრაქტიკული მიმართულებების შესწავლა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის საკითხის მონიტორინგი. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას პოლიციის საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი განახორციელებს:

  • პოლიციის საქმიანობის მონიტორინგის მდგრადი მეთოდოლოგიის შექმნას, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით;
  • შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, პოლიციის საქმიანობის მონიტორინგს;
  • მონიტორინგის შედეგების ამსახველი პერიოდული ბიულეტენების მომზადებას და გავრცელებას;
  • პროექტის დასასრულს, შემაჯამებელი ანგარიშის მომზადებას და მასში პოლიციის მონიტორინგის შედეგების განზოგადებული სურათის ასახვას.

პროექტის ფარგლებში, პოლიციის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელება იგეგმება თბილისსა და კახეთის რეგიონში. მონიტორინგის პროცესში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას პარტნიორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და მედიაორგანიზაციებთან.

პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2015 - ივლისი 2016;

პროექტის ბიუჯეტი: 66,385,40 ევრო.

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“