[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / პროექტები

ორმაგი ჩაგვრის ზღვარზე

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 4,640

ხანგრძლივობა: 2014 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ფონდი „ტასოსა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც დოკუმენტური შემოქმედებითი ფილმი მომზადდება. 

ფილმი თბილისის რამდენიმე ობიექტში შეჭრილი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახების მდგომარეობასა და უსახლკარო ქალების მიმართ ეკონომიკური, კულტურული ძალადობის პრაქტიკას ასახავს. ფილმში ასევე ნაჩვენები იქნება გარემოსა და საკუთარ მდგომარეობაზე მათი რეფლექსია. პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ყურადღების მიქცევას ამ ჯგუფის პრობლემების მიმართ, საზოგადოებაში სოლიდარობის გაზრდას და უხილავი, პერიფერიული სივრცეების გააზრებას.

ფილმის პრეზენტაცია გაიმართება საჯარო სივრცეებში, რასაც მოყვება საჯარო დისკუსია.

პროექტის ფარგლებში, ჩასახლების ობიექტებში სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების გამოსახლებამდე მოეწყობა კონცეპტუალური ფოტოგამოფენა.

ფოტოგამოფენაზე მოწვეულები იქნებიან მედიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები.

ფოტოგამოფენისა და დოკუმენტური ფილმის ირგვლივ დაგეგმილ დისკუსიებში რესურსების მომწოდებელი ორგანიზაციებისა თუ შესაბამისი დაწესებულებების ჩართვით, პროექტი შეეცდება გადაჭრას ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები პირების კონკრეტული საჭიროებები და პრობლემები.

პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი 2014 - სექტემბერი 2014;

პროექტის ბიუჯეტი: 4,640 ლარი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“