საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 60,000
ხანგრძლივობა: 2019-2020 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს - „კვლევისა და ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა“.
პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური უფლებების კუთხით მდგარი მთავარი გამოწვევების: შრომის, დასაქმების პოლიტიკის და უსახლკარობის პოლიტიკის პოზიტიური და სამართლიანი ტრანსფორმაციების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია შექმნის კონკრეტული პოლიტიკის ხედვებს (მათ შორის, უსახლკარობის ცნების და კრიტერიუმების, შრომის პოლიტიკის ხარვეზების, დასაქმების პოლიტიკის, ქალთა დასაქმებისა და შრომის საკითხებზე) და დამოუკიდებელი ექსპერტების, აქტივისტების, ბენეფიციართა ჯგუფების მონაწილეობით უზრუნველყოფს დემოკრატიული ადვოკატირების პროცესის ორგანიზებას. პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმუშავებს როგორც ცენტრალური უწყებების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. მათ შორის, ქალაქ ჭიათურაში, დააფუძნებს მყარ იურიდიულ კლინიკას, რომლის მიზანი ადგილზე უფლებების დარღვევის ფაქტებზე (მაგ: შრომა, გარემოს დაცვა, ნარჩენები, უფლება სუფთა წყალზე, სოციალური დაცვა.) რეაგირება, კონსულტაციების გაცემა და სტრატეგიული სამართალწარმოების ორგანიზება იქნება.
პროექტი ეხმაურება შემდეგ კონკრეტულ ამოცანებს:
ინსტრუქცია