საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 34,940
ხანგრძლივობა: 2020 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2020 წლიდან ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: “ქვემო ქართლში მასწავლებლების, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტების და სათემო ცხოვრების გაძლიერება და მხარდაჭერა“.
ეთნიკური/რელიგიური უმცირესობებით მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა მეტწილად უსაფრთხოების და ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის პერსპექტივებს ეფუძნებოდა, რის გამოც არადომინანტური ეთნიკური/რელიგიური ჯგუფების გარშემო უსამართლო პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარემო იქმნება. დომინანტურ მზერაში ეთნიკური უმცირესობები სოციალური იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე არიან მოთავსებულები და "უცხოს", "საშიშის", "ჩამორჩენილის" პრობლემური მეტაფორებით აღიწერებიან. ხშირად უმცირესობები, განსაკუთრებით დიდი უმცირესობები, არსებითად მეზობელ სახელმწიფოსთან ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ კავშირში არიან დანახულები, რის გამოც მათ უფრო "სტუმრად" ან "დიასპორად" ხედავენ და არა სრულფასოვან მოქალაქედ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის მიზანია, ქვემო ქართლის რეგიონში სოციალური ცვლილებების აქტორების გაძლიერების და სათემო ცხოვრების განვითარების მხარდაჭერა.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს:
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქვემო ქართლის მასწავლებლები და ამავე რეგიონში მოქმედი სათემო ცენტრების ლიდერები. პროექტის აქტივობების საშუალებით იგეგმება მათი მიმდინარე პრობლემების შესწავლა, დემოკრატიის და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე ცოდნის გაზრდა, კავშირების გაძლიერება და დისტანციური სწავლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერება.
ინსტრუქცია