[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვისა და სამშვიდობო პოლიტიკის გაუმჯობესების ადვოკატირება ევროინტეგრაციის პროცესში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 48,217.24

ხანგრძლივობა: 2024 წელი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრად და თანმიმდევრულ სამშვიდობო პოლიტიკას და კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.  

პროექტის ამოცანებია:

ამოცანა 1: ინკლუზიური საჯარო დისკუსიების წახალისება ევროინტეგრაციის პოზიტიური გავლენების შესახებ კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ამოცანა 2: აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის ადვოკატირება რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევების შესწავლისა და საქართველოს, ასევე ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აქტიური ჩართულობის გზით.  

პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ევროინტეგრაციის პროცესმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ საკითხებს გაანალიზებს  ექსპერტების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ჩართულობით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაიზრდება პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და მოხდება ამ მიმართულებით ინიციატივებისა და რეკომენდაციების წარდგენა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო აქტორების წინაშე.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“