[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები საპოლიციო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 160,000

ხანგრძლივობა: 2016-2018 წელი

2016 წლის თებერვლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები საპოლიციო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში“. პროექტის მიზანია სამართალდამცავ ორგანოებსა და სისხლის სამართლის სისტემაში გააძლიეროს ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და ხელი შეუწყოს ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი ემხრობა სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმირებას, მათ ფუნქციურ დამოუკიდებლობას და დაბალანსებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემის დანერგვას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის შემუშავების ხელშეწყობა, პოლიციის პრევენციული სისტემის ტრანსფორმაცია, ნარკოპოლიტიკაში ცვლილებების ადვოკატირება და სისხლის სამართლის სისტემაში სასამართლო დაკვირვების გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში მომზადდება სისტემაში არსებული ინსტიტუციური წყობის ხარვეზების შესახებ მოკლე ბროშურა და სარეკომენდაციო პაკეტი. აგრეთვე, განხორციელდება სტრატეგიული სამართალწარმოება ძირითადი აქტებისა და რეგულაციების წვდომასთან დაკავშირებით, შემუშავდება ანგარიში პრევენციული პოლიტიკის შესახებ, გაიმართება საჯარო დისკუსიები და პრეზენტაციები, ჩატარდება ტრეინინგები ჟურნალისტებისთვის და დაიწერება ბლოგპოსტები კვლევის შედეგების თაობაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“