[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / პროექტები

ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 69,949.61

ხანგრძლივობა: 2020-2021 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი,  2020 წლიდან ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: “ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“.

ქვეყნის მასშტაბით მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები. დასაქმებულებს უწევთ საფრთხისშემცველ და ღირსებისშემლახველ სამუშაო გარემოში მუშაობა.  სოციალური დაცვის ინსტრუმენტების არარსებობის ფონზე, სამსახურის დაკარგვის პერსპექტივა და მძიმე სოციო-ეკონომიკური გარემო დასაქმებულებს აიძულებს, შეეგუონ შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებს. მშრომელთა ორგანიზების დაბალი დონისა და ფართომასშტაბიანი სოციალური მოწყვლადობის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სახელმწიფოს როლი, უზრუნველყოს შრომითი უფლებების დაცვისთვის აუცილებელი შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო. მიუხედავად ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება როგორც შრომის კანონმდებლობა, ისე მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისათვის პროექტის მიზანია საქართველოში მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგისა და მოქმედი სტანდარტების რეგულირების მიღმა დარჩენილ მოწყვლად ჯგუფების უფლებების ადვოკატირების გზით.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს:

  • შრომის ინსპექციის საქმიანობის ეფექტიანობის მონიტორინგი და გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება
  • არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
  • პროექტის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და მშრომელთა ჯგუფების გააქტიურება საჯარო დისკუსიის წახალისების გზით

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“