საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: EUR 184,191
ხანგრძლივობა: 2019-2021 წელი
2019 წლის ოქტომბრიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს ახალ პროექტს „ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობა და უფლებრივი გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებების მეშვეობით“. პროექტის მთავარი მიზანია ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების სისტემატური პრობლემების, წუხილების და საჭიროებების ასახვა პოლიტიკურ დღის წესრიგში და ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა კუთხით. პროექტის გუნდი დაიწყებს ადვოკატირების პროცესს როგორც ადგილობრივ აგრეთვე ცენტრალურ დონეზე, ინტეგრაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის მიზნით; ამავე დროს, პროექტის გუნდი ხელს შეუწყობს მყარი ჩარჩოებისა და პლატფორმების შექმნას პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად და მისცემს საშუალებას ადგილობრივი თემის აქტივისტებს მოახდინონ ზეგავლენა საჯარო პოლიტიკაზე.
საერთო მიზნის შესაბამისად პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ოთხი ამოცანის ქვეშ კონცენტრირდება:
ინსტრუქცია