საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 25,000
ხანგრძლივობა: 2021-2022 წელი
უმცირესობების რეგიონებში ბევრი სოციალური გამოწვევა გვხდება, მათ შორის პოლიტიკური გაუცხოება სახელმწიფო ინსტიტუტებთან; უმცირესობების ენების არ გამოყენება ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც თვითმმართველობასთან და სერვისის მიმწოდებელ ორგანოებთანაც კი მიმართვიანობას და ნდობას მკვეთრად ამცირებს; უფრო მაღალი სიღარიბე და დასაქმების ნაკლები შესაძლებლობები ეთნიკური უმცირესობებისთვის; დაბალი პოლიტიკური რეპრეზენტაცია და პოლიტიკური დღის წესრიგიდან განდევნა - ეთნიკურ უმცირესობებს არ ჰყავთ რეალური წარმომადგენლები პარლამენტში და საკრებულოებში, და არ არსებობს არც სპეციალური საკონსულტაციო მექანიზმები მთავრობისა და პარლამენტის დონეზე. პარტიების პროგრამებიც უმცირესობებთან დაკავშირებით როგორც წესი ზედაპირულია, სუსტი და ის ძირეულ, grassroot დონეზე ჯგუფების ინტერესებს და საჭიროებებს არ პასუხობს. ამ პირობებში პროექტის მიზანია, რომ სწორედ ამ აცდენას, ინტერესთა კონფლიქტს და მცდარ წარმოდგენებს უპასუხოს და ხელი შეუწყოს ადგილობრივი არჩევნების დროს მათ დაყენებას პარტიების და მედიის დღის წესრიგში.
ინსტრუქცია