საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 342,900
ხანგრძლივობა: 2018-2020 წელი
2018 წლის სექტემბრიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი იწყებს ახალ პროექტს “არა-დომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით.“ პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია დაიცვას არადომინანტი რელიგიური/ეთინიკური ჯგუფების უფლებები და ხელი შეუწყოს მათი დემოკრატიული მონაწილეობის გაზრდას. პროექტის საქმიანობები რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის კვლევას და კვლევაზე დაფუძნებულ ადვოკატირებას, აჭარისა და ქვემო ქართლის ტერიტორიებზე მყარი იურიდიული კლინიკების ამუშავებას, ადგილობრივ გამოწვევებზე მონაწილეობით და სისტემურ ადვოკატირებას, ადგილობრივი აქტივისტებისთვის აკადემიური პლატფორმის და ინტერ-რელიგიური დიალოგის სივრცის შექმნას და რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებზე საუნივერსიტეტო სივრცეებში ნახევრად აკადემიური ფორუმის ორგანიზებას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა „თანასწორობისა და სოლიდარობის ქსელის“ შექმნა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, სახელმწიფო უწყებების, აკადემიისა და აქტივისტური ჯგუფების წარმომადგენლებს და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გამოწვევებზე ახალი პერსპექტივით გააზრების და სოციალური ცვლილებების მხარდაჭერას შეეცდება.
პროექტის ფარგლებშისოციალური სამართლიანობის ცენტრის გუნდთან ერთად იმუშავებს ჟურნალისტი, რომელიც ამ რეგიონებში არსებული პოლიტიკური, სოციალური, სამართლებრივი პრობლემატიკის შესახებ ანალიტიკურ და მულტიმედია პროდუქტებს მოამზადებს და ადგილობრივი თემების წუხილების, ინტერესების და საჭიროებების პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანას შეუწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში პოლიტიკის კვლევა სპეციალურად შემუშავებული მონაწილეობითი და დემოკრატიული მონიტორინგის მეთოდოლოგიით განხორციელდება და მის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციების ადვოკატირებაც ადგილობრივი თემების უშუალო მონაწილეობით და თვითორგანიზებით დაიგეგმება. ადვოკატირების პროცესში სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ დისკრიმინაციის და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე და ის სამუშაო რეგიონებში და სოციალურ ჯგუფებში პოლიტიკური, სოციალური გარიყულობის პრობლემატიკას უფრო ფართოდ დაფარავს.
ინსტრუქცია