[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / პროექტები

ანგარიშვალდებული, სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული წიაღის სექტორი საქართველოში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 40,650

ხანგრძლივობა: 2023 წელი

პროექტი „ანგარიშვალდებული, სამართლიანი და  ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული წიაღის სექტორი საქართველოში“ მიზნად ისახავს, უპასუხოს სამთომოპოვებით სექტორში არსებულ იმ სისტემატურ პრობლემებს, რომლებიც ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე. აღნიშნული პროექტი ფონდის დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტის ლოგიკური გაგრძელებაა და ის, ძირითადად, შემდეგ საკითხებზე ფოკუსირდება ა) წიაღის სექტორში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა; და ბ) გარემოსდაცვითი სახელმწიფო ზედამხედველობა წიაღის სექტორზე. პროექტი, რომელიც მოიცავს კვლევის, სამართალწარმოების და ადვოკატირების კომპონენტებს, ეყრდნობა წინა პროექტის ფარგლებში მომზადებულ კვლევით დოკუმენტებს და მიზნად ისახავს აღნიშნული კვლევების მიგნებების პრაქტიკაში რეალიზებას, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით.

ამ მიმართულებით, პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ამოცანები: 

  1. საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა და შესაბამისი უწყებების წინაშე ადვოკატირება წიაღის სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ;
  2. გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საქმეების წარმოების გზით;
  3. წიაღისსექტორში სარგებლის განაწილების და დაბეგვრის შესახებ ცოდნის შექმნა და გავრცელება და არსებული საგადასახადო რეჟიმის კრიტიკა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“