საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 250
გამოცემის წელი: 2018
ISBN: 97899418 07275
მკვლევრები:  ლელა გვიშიანი, მარიამ ჯანიაშვილი
წინამდებარე კვლევის მიზანია, მიმოიხილოს სათანადო საცხოვრებლის უფლების
საერთაშორისო სტანდარტები, კარგი პრაქტიკა და ასევე უფლებით სარგებლობასთან და-
კავშირებული გამოწვევები. რამდენადაც სათანადო საცხოვრებლის უფლების კომპონენ-
ტების დაცვის საჭიროებას საერთაშორისო თუ ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო-
ები და ეკვივალენტური ინსტიტუტები დამატებით ხედავენ სხვა უფლებების კატეგორიაში,
მიმდინარე კვლევის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ადამიანის უფლებათა და თავი-
სუფლებათა განუყოფლობის კონცეფციის დანახვა სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან
კავშირში. ამ კუთხით მოსაზრებების არაერთგვაროვნების მიუხედავად, წინამდებარე დო-
კუმენტი ყურადღებას ამახვილებს საყოველთაო კონსენსუსზე, რომელიც სასამართლოების
მიერ განსჯადი არაერთი უფლებრივი შინაარსის ქვეშ ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს
სათანადო საცხოვრებლის უფლების ცალკეულ კომპონენტებს.
წინამდებარე კვლევა ექვსი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ასახავს სოციალუ-
რი უფლებების მნიშვნელობის შესახებ არსებული ხედვის განვითარების ისტორიულ
პროცესს, რამდენადაც ამ უკანასკნელში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სწორედ სათა-
ნადო საცხოვრებლის უფლებას უჭირავს. მეორე ნაწილი აჩვენებს საერთაშორისო დო-
კუმენტებისა და სხვა ქვეყნების კონსტიტუციების მიერ დადგენილ სტანდარტებს. მესამე
ნაწილი წინა ნაწილების გათვალისწინებით აჯამებს და აზუსტებს სათანადო საცხოვრებ-
ლის უფლების თანამედროვე შინაარსს და წარმოაჩენს მისი განხორციელების ფუძემ-
დებლურ პრინციპებს. მეოთხე ნაწილი მიმოიხილავს საერთაშორისო თუ ეროვნული სა-
სამართლოების განმარტებებს იმ პირობებში, როდესაც უფლების დამდგენი დოკუმენტი
სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ ჩანაწერს არ შეიცავს. დოკუმენტის მეხუთე
ნაწილი მიმოიხილავს ეროვნული საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოების მნიშვნე-
ლოვან განმარტებებს, რაც საერთო ჯამში ქმნის საცხოვრებლის უფლების რეალიზების
გამოცდილებას და პრაქტიკას. მეექვსე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს
მიერ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინების აუცი-
ლებლობაზე.
ინსტრუქცია