საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ტყიბულის გაფიცვის მონაწილეებს გვსურს საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს მიმდინარე მოვლენების, გაფიცვის მოტივების, მოთხოვნებისა და საწარმოს მიერ წამოყენებულ პირობებზე უარის თქმის მიზეზები.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ გაფიცვის სიმწვავის, სირთულის და გაფიცულთა რაოდენობის მიუხედავად, საწარმო სათანადოდ არ აღიარებს გაფიცულთა მოთხოვნების სერიოზულობას და სამართლიანობას. საწარმო, უკანასკნელი დღეების მანძილზე, გვეუბნებოდა რომ ის საერთოდ ვერ დააკმაყოფილებდა გაფიცულთა მოთხოვნას ხელფასის გაზრდის თაობაზე.
გაფიცვის მე-12 დღეს, გაფიცვის მონაწილეებმა გაფრთხილების მიზნით დაიკავა საწარმოს ადმინისტრაციული შენობა, რაც გამოიწვია საწარმოს მიერ დასაქმებულთა პირობების დაკმაყოფილებაზე სრულიად მიუღებელმა და დაუსაბუთებელმა უარმა და სახელმწიფოს არაეფექტურმა ჩარევამ. ამის შემდეგ, დამსაქმებელმა შეარბილა მისი პრინციპული პოზიცია და მეშახტეებს დაგვპირდა ხელფასის მხოლოდ 5%-იან ზრდას, ისიც გაფიცვის შეწყვეტიდან 2 თვის შემდეგ. დღეს, საწარმომ, პირობა შეცვალა და ხელფასის 5%-იანი ზრდა, გაფიცვის დასრულებისთანავე შემოგვთავაზა.
ამ შეთავაზებას გაფიცულები არ დაეთანხმნენ ერთსულოვნად, ვინაიდან ის ახლოსაც არაა დასაქმებულების მოთხოვნასთან ხელფასის 40%-იან ზრდაზე. მით უმეტეს, 2011 წელს, გაფიცვის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საწარმოს აქვს აღებული ვალდებულება ხელფასების ყოველწლიური ინდექსირებისა და შრომის უსაფრთხების პირობების გაუმჯობესებაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია.
შესაბამისად, გაფიცვა გრძელდება შემდეგი მოთხოვნებით:
28 თებერვალს, 14:00 საათზე, ტყიბულის გამგეობის წინ, მეშახტეები ვმართავთ საპროტესტო აქციას, სადაც კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ჯგუფს თუ ადამიანს, ვინც ამ დღეების მანძილზე გვიჭერდა და გვიჭერს მხარს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი უფლებებისთვის და გთხოვთ თანადგომას.
ინსტრუქცია