[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

ტყიბულელი მეშახტეების საჯარო მიმართვა ხელისუფლებას

12755036_1049450025091656_30550980_o

ტყიბულში გაფიცული დასაქმებულები მოვითხოვთ ტყიბულში მიმდინარე გაფიცვის პროცესში სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვას და დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმას კრიზისში შესული პროტესტის ნორმალიზებისთვის.

დღეს, ტყიბულში გაფიცვის პროცესის დაწყებიდან მე-10 დღეს, მიუხედავად დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნებისა, საწარმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ ხვდებიან დასაქმებულებს მათი მოთხოვნების განხილვის მიზნით. გაფიცვის მასშტაბების და სიმწვავის გათვალისწინებით, მიმდინარე პროცესზე არ რეაგირებს სახელმწიფო და დასაქმებულებს საწარმოსთან უთანასწორო დაპირისპირებაში მარტო ტოვებს.

სახელმწიფოსა და საწარმოს ჩარევისა და რეაგირების გარეშე გასული თითოეული დღე უფრო მეტად ამწვავებს ისედაც ჩიხში შესულ პროცესს და შესაძლოა არსებული უკმაყოფილება უკონტროლო პროცესში გადავიდეს. პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, დამდგარ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და საწარმოს, რომელიც მიმდინარე მოვლენებს სამართლებრივი პროცედურების ჭრილში განიხილავს და უგულვებელყოფს პროცესის სოციალურ მნიშვნელობას.

შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების და მუშათა მოთხოვნების დაუყოვნებლივი განხილვის მიზნით, ტყიბულის გაფიცული მუშები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია მოლაპარაკებებების პროცესის დაწყება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი;
  • საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
  • საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი;
  • საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

გაფიცულები ასევე ითხოვენ საქართველოს სახალხო დამცველის უშუალო ჩართვას პროცესებში.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

დღეს დასახელებული თანამდებობის პირების მიერ გაკეთდეს საჯარო განცხადება მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივი დაწყების თაობაზე და ხვალ მათი პირადი მონაწილეობით დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ტყიბულში. წინააღმდეგ შემთხვევაში საგაფიცვო კომიტეტი იქნება იძულებული მოიხსნას პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“