[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სუსი-ს სავარაუდო უკანონო საქმიანობის ფაქტზე პროკურატურას მივმართავთ

დღეს, 12 აგვისტოს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გიორგი ონიანი (საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო), გიორგი მშვენიერაძე (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) და გურამ იმნაძე (სოციალური სამართლიანობის ცენტრი) განცხადებით მიმართავენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომლითაც ითხოვენ გამოძიების დაწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლების სავარაუდო უკანონო საქმიანობის ფაქტზე.

პროკურატურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველი გახდა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარის” გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდოდ უკანონო საქმიანობის, მათ შორის ფარულ მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ (https://bit.ly/3s8V0Md). გადაცემის წამყვანის ინფორმაციით, სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსები პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 2020 წლის პირად საუბრებს ეხებოდა.

მასალაში ნახსენები იყო გიორგი ონიანს, გურამ იმნაძეას და გიორგი მშვენიერაძეს შორის 2020 წლის ივნისში შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას შეეხებოდა. განმცხადებლები ადასტურებენ რა აღნიშნული კომუნიკაციისა და საუბრის შინაარის ნამდვილობას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაცემაში განხილული ოპერატიული კრებსები მართლაც სუს-ის მიერ არის შექმნილი და დამუშავებული. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტიდან გასულია 1 წელზე მეტი და არც ერთი განცხადებელი ინფორმირებული არ ყოფილა შესაბამისი სამსახურებინდა, რომ მათ მიმართ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, პროკუტარურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლების სავარაუდო უკანონო საქმიანობის, კერძოდ კი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“