საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გურამ ფალავანდიშვილის მხრიდან 2021 წლის 16 მაისს თბილისის „დედაენის პარკში“ ქვიარ აქტივისტების მიერ დადგმული სახელოვნებო ინსტალაციის „Welcome to the closet”-ის დაზიანების ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროული და ეფექტური რეაგირებისკენ და სიძულვილით მოტივირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და დანაშაულების აღსაკვეთად პრევენციული ნაბიჯების გადადგმისკენ.
2021 წლის 16 მაისს, „დედაენის პარკში“ ქვიარ აქტივისტებმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისა და კვირეულის აღსანიშნავად სახელოვნებო ინსტალაცია განათავსეს. ულტრაკონსერვატიული და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი მალევე გამოჩნდა ადგილზე, იგი აგრესიულად იყო განწყობილი და მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი ენით მიმართავდა იქ მყოფ ქვიარ აქტივისტებს, მან ასევე ძალადობრივად დააზიანა სახელოვნებო ინსტალაცია[1], თუმცა, მიუხედავად, ქვიარ აქტივისტებისა და ინსტალაციის ავტორების არაერთი მოთხოვნისა, ადგილზე მოსული პოლიციის მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება არ მომხდარა, გურამ ფალავანდიშვილი მხოლოდ განარიდეს ადგილს, მაგრამ არ დაუკავებიათ.
საქართველოში ლგბტქ პირთა ნებისმიერი საჯარო შეკრების, აქტივობისა თუ გამოხატვის უფლებით სარგებლობა კვლავ არსებით პრობლემას წარმოადგენს, რაც საზოგადოებაში ცალკეული ჯგუფების მხრიდან საჯარო სივრცის პრივატიზების მცდელობას უკავშირდება. 2012 და 2013 წლიდან დღემდე არსებულმა ნეგატიურმა გამოცდილებამ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესახებ საჯარო სივრცეში ძალადობის პროვოცირებას შეუწყო ხელი, რაც ასევე გამოიხატა სახელმწიფოს მარცხში, უზრუნველეყო როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება გამოხატვასა და შეკრებაზე, ასევე დაესაჯა ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული უფლება ხელყვეს.[2] შედეგად, 17 მაისი (IDAHOT), როგორც ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, წლიდან წლამდე ინსტიტუციური და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების მანიფესტირების დღედ იქცა.
ამასთან აღსანიშნია, რომ მიუხედავად ამ ჯგუფების მხრიდან ძალადობისკენ საჯარო მოწოდებების არაერთი შემთხვევისა, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ამ ქმედებებს შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მაგალითისთვის, 2019 წლის ივნისში “თბილისი პრაიდის კვირეულის” ფარგლებში „ღირსების მარშის“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ულტრაკონსერვატიული და ძალადობრივი ჯგუფის და ახლა უკვე პოლიტიკური პარტიის „ერი“ ლიდერის - ლევან ვასაძის მხრიდან ამ შეკრების საწინააღმდეგოდ არაერთი საჯარო ძალადობრივი მოწოდება (ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება)[3] ისმოდა, კერძოდ მათ, „სახალხო ლეგიონების“ შექმნა და ქუჩებში პატრულირება დააანონსეს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე, ფორმალურად გამოძიება დაიწყო[4], მას დღემდე შედეგი არ მოჰყოლია[5], მეტიც ლევან ვასაძეს შესაძლებლობა მიეცა პოლიტიკური პარტია დაეფუძნებინა[6], რომლის საშუალებით ის ახლა ახალი პლატფორმით ავრცელებს სიძულვილს და ქვიარ ჯგუფების დეჰუმანიზებისკენ არის მიმართული.[7]
ასევე უნდა აღინიშნოს, 2019 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“[8] პრემიერისას განვითარებული მოვლენები. კინოთეატრთან შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები ღიად დაუპირისპირდნენ როგორც ფილმის სანახავად მისულ მაყურებელს, ისე პოლიციის თანამშრომლებს. ადგილზე დაფიქსირდა 27 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელზეც დაიწყო გამოძიება, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაზიანებასთა დაკავშირებით, თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს სახელწმიფოს უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალდობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯარო მუქარას ახორციელებდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ.[9]
აღნიშნული ქმედებები მიუთითებს ულტრაკონსერვატიული და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების პრაქტიკასა და მათ მიერ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების კულტივირებას საზოგადოებაში, რომელსაც სახელმწიფო ვერ უპირისპირდება ეფექტიანი პრევენციული თუ სადამსჯელო მექანიზმებით. ამან კი ხელი შეუწყო დაუსჯელობის კულტურის გაძლიერებას. ეს პროცესი ნაწილია ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოში გაჩენილი ანტი-გენდერული და ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი განწყობებისა, რომელთა აგრესიულ რიტორიკაში ხვდება, როგორც რელიგიური, ეთნიკური და პოლიტიკური ჯგუფები, ისე გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული ჯგუფები ზოგიერთ ჯგუფთა უპირატესობას აღიარებენ და ეწინააღმდეგებიან ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უმცირესობათა და სხვა ჯგუფთა ინტეგრაციასა და სოლიდარობას ემსახურება კონკრეტულ ქვეყნებში. ეს რამდენიმე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოშობს, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის აღზევებას და მის გავრცელებას ეროვნულ და სამთავრობო დონეებზე, რომელიც დემოკრატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობებს ამცირებს.
ამგვარი ძალადობრივი ჯგუფებისა და მათ მიერ პროვოცირებული ძალადობის პრევენცია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. ის ცდება უსაფრთხოების მიზნის მკაცრ ჩარჩოებს და უკავშირდება განვითარებასთან დაკავშირებული მიზეზების ანალიზს და ლოკალურად შესაბამის გამოსავლებს. განვითარების პროგრამებსა და მშვიდობის მშენებლობაში არსებული საერთაშორისო გამოცდილებები ცხადყოფს ინკლუზიისა და ტოლერანტობის გაჩენას თემებში შეუძლია ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას, მრავალფეროვნებასა და ისეთი საზოგადოებას, რომელიც ნაკლებად მოწყვლადია და მეტი იმუნურობა აქვს ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ.[10] მრავალფეროვნების მიღება, ტოლერანტობისა და ინტერ-კულტურული დიალოგების ხელშეწყობა ასევე წარმოადგენს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზანს (SDG 16), რომელიც მიზნად ისახავს მეტად მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას.
ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების შექმნისა და გაძლიერების ხელშემწყობი გარემოებები კომპლექსურია და ხშირად, ურთიერთგადაკვეთილიც, ის თანაბრად ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ისტორიულ, იდეოლოგიურ და რელიგიურ საკითხებს და, შესაბამისად, ის გავლენას ახდენს თემზე, ჯგუფებსა და ინდივიდებზე, როგორც ლოკალურად ისე ეროვნულ და გლობალურ დონეებზე.[11] შესაბამისად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ძალადობრივი და დევიანტური ქცევების პრევენცია, რომელიც გარდა საპოლიციო ზომებისა, ინტერდისციპლინარულ ანალიზს უნდა დაეფუძნოს, რომელიც გარდა შედეგებისა, მისი წარმოქმნის მიზეზებზე და რისკებზე/ფაზებზე გაამახვილებს მის ყურადღებას ეფექტური, დროული და ადრეული ინტერვენციის დაგეგმვისთვის.
შესაბამისად, პრობლების გადაწყვეტის მდგრადი გზები საჭიროებს ინკლუზიური განვითარების მიდგომას ტოლერანტობის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და უთანასწორობის შემცირებას მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიებით, კერძოდ:
ამრიგად, მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:
[1] იხ: https://publika.ge/qviar-aqtivistebi-incidentis-shesakheb/
[2] ჯალაღანია ლ. „ლგბტი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, EMC, 2015
[3] იხ: https://oc-media.org/tbilisi-pride-cancelled-after-location-leaks-online/
[4] იხ: https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/108905/shssm-lgbtqpraidis-tsinaagmdeglegionissheqmnis-shesakheb-levan-vasadzis-gantskhadebisshemdeg-gamodzieba-daitsko
[5] საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე: http://www.ombudsman.ge/geo/qvela-zogadi-tsinadadeba/sakhalkho-damtsvelma-khelisuflebas-lgbt-temistsarmomadgenlebis-gamokhatvis-tavisuflebis-datsvisken-moutsoda
[6] იხ: https://formulanews.ge/News/49976
[7] იხ: https://mtavari.tv/news/43703-avkrdzalav-garqvnilebis-propagandas-vasadze
[8] ფილმი შეეხება ქვიარ თემატიკას
[9] See: https://oc-media.org/georgian-ultraconservative-groups-vow-to-prevent-queer-romance-film-premier/
[10] UNDP, PREVENTING VIOLENT EXTREMISM THROUGH PROMOTING INCLUSIVE DEVELOPMENT,
TOLERANCE AND RESPECT FOR DIVERSITY, United Nations Development Programme A development response to addressing radicalization and violent extremism, 2016
[11] იქვე
ინსტრუქცია