[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი OSCE-ს საერთაშორისო ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულია!

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ქვეყანაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის OSCE-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პრესტიჟული გლობალური ჯილდოს - Max van der Stoel 2022 წლის გამარჯვებული გახდა.

ამ წუთებში, ჰააგაში მიმდინარეობს დაჯილდოების ცერემონიაალი, რომელსაც ლაივში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.

ეს პრიზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელიც 2001 წელს დაწესდა და რომელსაც გადასცემენ ორგანიზაციებსა და პერსონებს, თავიანთ ქვეყნებში ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების მიმართულებით გაწეული განსაკუთრებული შრომისა და მიღწევებისთვის.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუღალავად იბრძვის ქვეყანაში ყველა სოციალური ჯგუფის თანასწორობისთვის, სწორედ ამიტომ, ჟიურიმ ანონიმური კენჭისყრის შედეგად, ამ ორგანიზაციას გადასცა წლევანდელი ჯილდო", - ვკითხულობთ OSCE-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“