[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჭიათურელი მშრომელების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

გუშინ, 19 ივნისს, კომპანიასა და დამსაქმებელს შორის მიმდინარე მედიაციის ფარგლებში სახელმწიფოს და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჭიათურელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს. ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალი ამოიკერა, ხოლო კიდევ ერთმა მშრომელმა ვენები გადაიჭრა. ჯერ კიდევ 16 ივნისს კი კიდევ ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. დღეს, უკვე მე-8 დღეა, რაც 10 მაღაროელი შიმშილობს. 

მაღაროელებმა, რომლებიც მედიაციის გუშინდელ შეხვედრაზე იმ იმედით შევიდნენ, რომ მათი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, აღმოაჩინეს, რომ კომპანიას და სახელმწიფოს მათი უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინების მზადყოფნა არ ჰქონდათ და  კვლავ ბიზნესისა და სახელმწიფოს გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის პირისპირ აღმოჩნდნენ.

როგორც შეხვედრის მერე გამოქვეყნებულ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშიცაა აღნიშნული, ამ დროისთვის კომპანიის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული პირობებია:

  1. 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე, დაბრუნება - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
  2. პირველ ეტაპზე ხელფასი 5%-ით ზრდა. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
  3. კომპანიაში აუდიტის ჩატარება;

მშრომელებისთვის ეს შემოთავაზებები მისაღები არ არის. ქვემოთ შევეცდებით აღვწეროთ კომპანიის შემოთავაზებებსა და პოზიციებზე მშრომელების შეფასებები და უკმაყოფილების მიზეზები.

  1. 12 საათიან სამუშა გრაფიკზე დაბრუნება: პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმას, სამუშაო რეჟიმის შეცვლა კომპანიის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და სწორედ ამ რეგრესულმა მიდგომამ და მშრომელების უსაფრთხოებისა და ანაზღაურების რადიკალური გაურესების გადაწყვეტილებამ განაპირობა მშრომელების შეშფოთება და პროტესტი. მიმდინარე თვეში სწორედ კომპანიამ წამოაყენა პირობა, რომ იგი ყველა ვახტისა და მაღაროს მუშაობის აღდგენას და მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ დასაქმებულები დათანხმდებოდნენ მის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო გრაფიკს, გეგმასა და ანაზღაურების სქემას, თუმცა, ამ პროცესში კომპანიას არ უფიქრია ისედაც მუდმივი რისკის წინაშე მდგარი მაღაროელების უსაფრთხოებაზე, ღირსებაზე და სოციალურ მდგომარეობაზე.
  2. პირველ ეტაპზე ხელფასების 5 %-იანი ზრდა: როგორც ცნობილია, მშრომელები ხელფასის 40%-ით მატებას ითხოვდნენ, რის ნაცვლადაც მათ ანაზღაურების 5%-იანი ზრდის შეთავაზება მიიღეს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ხელფასის 5%-ით ზრდა დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის დასაწყისში ავტომატურად, ისედაც უნდა მომხდარიყო, რაც არ შესრულდა კომპანიის მიერ. ამასთან, 5%-ზე მეტი ინფლაციის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა განხილულიყო მათთვის ხელფასის მეტად ზრდის საკითხიც, რაც ასევე არ მომხდარა. ინფლაციის 10%-იანი მაჩვენებლის პირობებში ხელფასის მხოლოდ 5%-იანი ზრდა მაღაროელების საბაზისო საჭიროებებს არ აკმაყოფილებს და არ ითვალისწინებს ბოლო პერიოდში შექმნილ ეკონომიკური მდგომარეობას. წორედ ამიტომ, მშრომელებისთვის ანაზღაურების ზრდის არსებული შემოთავაზება სრულიად მიუღებელი და უსამართლოა.
  3. აუდიტის შექმნა და ერთობლივი მუშაობა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე: მშრომელების დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით, კომპანიის შეთავაზება, ერთობლივი კომისიის შექმნა და ამ პირობების გაუმჯობესებაზე ერთად მუშაობაა.[1] ეს მაშინ, როდესაც მაღაროელების 14 მოთხოვნიდან უმრავლესობა შრომითი უფლებების საბაზისო დონეზე დაცვას შეეხებოდა და ამ საკითხებს სწორედ უფლებრივ ჭრილში დანახვა და დაუყოვნებელი აღსრულება და უზრუნველყოფა სჭირდება (მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულების, დაზღვევის პირობების გაუმჯობესების, ბიულეტენის ანაზღაურების, მოცდენის პერიოდის ანაზღაურების და კომპანიის მიერ შემოღებული „დროებითი სამუშაო რეჟიმის“ გამო დარიცხული საბანკო პროცენტების დაფარვის საკითხები.

მდენად აშკარაა, რომ კომპანია მშრომელების მასშტაბური თვითორგანიზებისა და პროტესტის მიუხედავად, ვერ იაზრებს მათი მოთხოვნების მნიშვნელობას და კვლავ სუსტ და უსამართლო პირობებს სთავაზობს.

მაღაროელები, რომლებიც კომპანიის მიერ დროებითი სამუშაო რეჟიმის შემოღების შემდეგ, 4 თვის განმავლობაში (თებერვალი-მაისი) ხელფასის მხოლოდ 60%-ს იღებენ, ყვებიან უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაზე. მათი თქმით, უმრავლესობას ბანკში სესხი აქვს, რომლის დაფარვის პრობლემაც შეექმნათ, და ზოგიერთ მათგანს ამ პერიოდში ძველი ვალდებულებების დასაფარად ახალი სესხის აღებაც მოუხდა. უმძიმესი სამუშაო პირობები, ჭარბვალიანობა და სოციალური უპერსპექტივობა ჭიათურის მაღაროელების ყოველდღიურობაა და მშრომელების არა ერთი მასობრივი პროტესტისა და სახელმწიფოს სპეციალური მმართველის დანიშნვნის მიუხედავად, მათი მდგომარეობა სისტემურად არ შეიცვალა და წლიდან წლამდე იგივე დარჩა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭიათურაში დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების სხვა ალტერნატივები არ არის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მაღაროში მუშაობა დასაქმების ერთადერთი გზაა. ცალკე უნდა გაესვას ხაზი ჭიათურაში შექმნილ კატასტროფულ ეკოლოგიურ მდგომარეობას და ქალაქსა და მეზობელ სოფლებში დაბინძურებისა და გარემოს დაზიანების შემაშფოთებელ პრაქტიკას, რომელიც ასევე უმძიმესად აისახება იქ მცხოვრებ მშრომელებზე და მათ ოჯახებზე. სწორედ, ამ სისტემურმა უსამართლობამ და სოციალურმა სასოწარკვეთამ  აიძულა მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის მიემართათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს რომ, იმ ფონზე, როცა მანგანუმის მნიშვნელოვანი რესურსი 2007 წლიდან ჯორჯიან მანგანეზის ხელშია, მოპოვების პროცესი უწყვეტად გრძელდება და ახალ მასშტაბებს აღწევს,  კომპანიის მხრიდან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე აპელირება უსამართლო და მიუღებელია.

ფეროშენადნობთა ბაზარზე ბოლო პერიოდში შექმნილი კრიზისი, რაზეც კომპანია უთითებს, ვერ გაამართლებს იმ რეალობას, რომ უკვე წლებია ჭიათურელებზე არათუ არ ნაწილდება მათ ქალაქში და სოფლებში არსებული რესურსიდან მიღებული სარგებელი, არამედ ამ რესურსის ათვისებისას ჩადენილი მძიმე გარემოსდაცვით და შრომითი დარღვევების გამო, კომპანია ხელშეუხებელი რჩება. სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მუშაობა კი არაეფექტიანი აღმოჩნდა და მშრომელებისთვის ხელშესახები ცვლილებები ვერ მოიტანა.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს და კომპანიას, კიდევ ერთხელ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა მაღაროელების და მთლიანად ჭიათურის წინაშე და შექმნან რეალურად დემოკრატიული პროცესი და გამონახონ რესურსები მშრომელების მოთხოვნების დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებლად.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] კომპანიის განცხადების მიხედვით, „კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან. ასევე კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“