საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აიდა ბალაფკანის სამართლებრივ ინტერესებს იცავს. 2022 წლის 26 აპრილს აიდა ბალაფკანი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და საქართველოში აკადემიური მიზნებით გეგმავდა ჩამოსვლას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში თვითნებურად არ შემოუშვა. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება საზღვრის კვეთის სფეროში თვითნებური და სავარაუდოდ დისკრიმინაციული პრაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. მიღებული გადაწყვეტილება სხვა უფლებებთან ერთად, აკადემიური საქმიანობისთვის და ამ კუთხით გლობალური თანამშრომლობის პროცესს უშლის ხელს.
2022 წლის 26 აპრილს აიდა ბალაფკანი, მის მეუღელსთან ერთად, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ანთროპოლოგია, საქართველოში აკადემიური მიზნებისთვის ჩამოვიდა. მეცნიერი ქალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გეგმავდა კვლევითი საქმიანობის დაწყებას ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების შესასწავლად. საქართველოს საზღვარზე აიდას მეუღლე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თავისუფლად შემოუშვა, აიდას კი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა. შსს-ს თანამშრომლები მკვლევარ ქალს საათების განმავლობაში ამოწმებდნენ და უსვამდნენ კითხვებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას არ მისცეს მეუღლესთან ერთად ყოფნისა და საელჩოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
აიდა ბალაფკანი თეირნაში, ირანში, დაიბადა, თუმცა უკვე წლებია ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მას და მის მშობლებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვთ. აიდა ბალაფკანი ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია და 2016 წლიდან პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში ტურისტული და აკადემიური მიზნებისათვის. მას საზღვრის კვეთის დროს პრობლემა არასდროს შეჰქმნია.
26 აპრილის გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით 2022 წლის 6 მაისს აიდა ბალაფკანმა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლონდონის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ აიდასთვის საქართველო უსაფრთხო ადგილი არ არის და უწყების ამ გადაწყვეტილებით ხელი შეეშალა სამეცნიერო საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ აიდა ბალაფკანის მხარდასაჭერად კოლექტიური მიმართვები გააკეთეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლიგიის სადოქტორო პროგრამის პროფესორებმა და უფრო ფართე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ.
აიდა ბალაფკანის საქმეზე უარის შესახებ შსს-ს ოფიციალურ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბალაფკანისთვის უარის თქმის საფუძველი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი გახდა, რომლის თანახმადაც, უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.
ჩვენს რეალობაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი შსს-ს მიერ მიერ სისტემატურად გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, ისე რომ ის სხვა საკანონმდებლო აქტზე მითითებას არ აკეთებს და ამგვარად, განსახილველ ნორმას სრულიად თვითნებურ ინტერპრეტაციას აძლევს. ეს მიდგომა შსს-ს საზღვრის კვეთის პროცესში თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების პირობას აძლევს და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებულ არა ერთ საქმეზე (მაგალითად, მეიდან ტვ ჟურნალისტის ჯემალ ალის (2017 წ.), რეპატრირებული მესხი აქტივისტის ხალილ სარვაროვის (2018 წ.), რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის ასლანბეკ დადაევის (2019 წ.), ტელეკომპანია დოჟდის ტელეწმაყვანის მიხაილ ფიშმანის (2022 წ) საქმეებზე) გამხდარა პრობლემური გადაწყვეტილებების საფუძველი.
ზემოთ დასახელებულ საქმეებზე სასამართლო პროცესების ფარგლებში შსს-ს მიერ წარმოდგენილი განმარტებით, უცხოელები საქართველოში შემოსვლის დროს მოწმდებიან სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული სიების მიხედვით, რომელიც როგორც წესი სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ინფორმაციას ეფუძნება. სასამართლო განხილვის ფარგლებში კი, შესაბამისი სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა უფლების დარღვევის მსხვერპლსა და მათ ადვოკატებს არ აქვთ და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება მხოლოდ მოსამართლის კეთილდსინდისიერებასა და შემოწმებაზეა დამოკიდებული.
ეს მიდგომა და ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი მოწესრიგება გადაადგილების თავისუფლებაში და სხვა რელევანტურ უფლებებში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის საფუძველს ქმნის და შსს-ს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებს. ზოგიერთ შემხთვევაში ჩნდება ეჭვი აღნიშნული თვითნებური პრაქტიკის დისკრიმინაციული მოტივებით გამოყენების შესახებ. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფკანი ქვეყანაში არ შემოუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ირანული სახელი და გვარი ჰქონდა და მისი კვლევის ინტერესის საგანს ეთნიკური უმცირესობების კულტურაც წარმოადგენდა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შსს-ს
ინსტრუქცია