[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას

აჭარის ტელევიზია ბოლო წლებში გამორჩეულ მედია სივრცედ იქცა, რომელიც ახერხებს სოციალური ჯგუფების რეალური საჭიროებების, უკმაყოფილების და ინტერესების ჩვენებას და არის თავისუფალი პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან. მან შექმნა თავისუფალი, ეთიკური და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მედიის მნიშვნელოვანი გამოცდილება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წლების განმავლობაში შექმნილი უნდობლობის ფონზე, რაც ხელისუფლების მხრიდან ამ მედია პლატფორმის კონტროლის პრაქტიკის და პოლიტიზირების შედეგი იყო, აჭარის ტელევიზიამ ბოლო წლებში მოახერხა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ ნდობის და ინტერესის გაჩენა. სამწუხაროა, რომ დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი (რომლებიც ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით არიან წარდგენილები) ითხოვს და არსებობს რისკი, რომ მისი დირექტორის ნათია კაპანაძის გადაყენების საკითხი დადგეს. ჩვენთვის გაუგებარია რა არის მრჩეველთა საბჭოს ნაწილის ინიციატივის მიზანი და ჩნდება მაღალი ეჭვი, რომ ეს ინიციატივა არსებულ რთულ პოლიტიკურ რეალობას და მძიმე წინასაარჩევნო კონტექსტს და ამ პირობებში ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის რევიზიის ინტერესს უკავშირდება. EMC სრულ სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზიას და მის მენეჯმენტს და მოუწოდებს მრჩეველთა საბჭოს დაიკავოს სამართლიანი და ობიექტური პოზიციები ამ პროცესში და საკუთარი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ჯეროვნად გაიაზროს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“