[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალი წაუყენეს ღაზის სექტორში ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

უფრო ზუსტად, 21 ნოემბერს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ერთხმად უარყო ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი საჩივრები, რომლის საფუძველზეც ისრაელი პალესტინის სიტუაციასთან დაკავშირებით სასამართლოს იურისდიქციას და ისრაელის მოქალაქეების დაკავების ორდერის გამოცემის საკითხს ასაჩივრებდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 20 მაისს საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორმა მოითხოვა ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერის გამოცემა. პროკურორის ოფისის მტკიცებით, ისინი არიან პასუხისმგებლები პალესტინაში (ღაზას სექტორში) ჩადენილ ომის დანაშაულებზე, ასევე ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია 2023 წლის 8 ოქტომბრის შემდგომ. პროკურორის ოფისმა 20 მაისს ასევე გამოსცა დაკავების ორდერი ჰამასის სამი ლიდერის წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედებათ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების და ომის დანაშაულების ჩადენაში ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და პალესტინის ტერიტორიაზე, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.

ისრაელმა 26 სექტემბერს პროკურორის ეს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა და მოითხოვა წინასასამართლო პალატისგან ბენიამინ ნათანიაჰუს და იოავ გალანტის დაკავების ორდერების შეჩერება. წინასასამართლო პალატამ ეს საჩივრები არ დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხი უკვე განიხილა სასამართლომ და დაადგინა რომ ღაზას სექტორში და დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებებზე, რაზეც ვრცელდება რომის სტატუტი, სასამართლოს აქვს იურისდიქცია. წინასასამართლო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ისრაელის პრემიერ მინისტრის და თავდაცვის მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება არაერთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ღაზას სექტორში, მათ შორის შიმშილის როგორც ომის მეთოდის გამოყენება, და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული არაერთი დანაშაული მათ შორის მკვლელობა, სიკვდილით დასჯა და სხვა ადამიანური ქმედებები.

წინასასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ პირებმა, გაცნობიერებულად შეუზღუდეს ღაზას სექტორში მცხოვრებ ადამიანებს ხელმისაწვდომობა სასიცოცხლო რესურსებზე, საკვებზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, სამედიცინო საშუალებებზე, ასევე დააბრკოლეს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა. ICC ასევე უთითებს, რომ არ არსებობს ამ ქმედებების გამამართლებელი საკმარისი სამხედრო მიზანი.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“