[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

შვედურმა მხარემ „ევოლუშენ ჯორჯიას“  წინააღმდეგ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარდგენილი საჩივრის პირველადი შეფასება დაიწყო

შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყების მიერ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა უწყებამ 25 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ შრომითი უფლებების დარღვევის გამო კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის პირველადი შეფასება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კომპანია ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად 2024 წლის 20 აგვისტოს საჩივრით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე დაფუძნებულ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას. საჩივარი შეეხება ევოლუშენისმიერ მულტიეროვნული კორპორაციებისთვის პასუხისმგებლიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ’’ OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული სტანდარტების უხეშ დარღვევას საქართველოში საქმიანობისას. შვედეთის ეროვნულმა საკონტაქტო უწყებამ აღნიშნული საჩივრის პირველადი შეფასება დაიწყო. ამ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეფასება საჩივრის წარდგენიდან 3 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მიზანია, დაადგინოს საბაზისო სტანდარტები მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხო სახელმწიფოში საქმიანობენ და დაიცვას ადგილობრივები ტრანსნაციონალური კომპანიის უფლებადამრღვევი პრაქტიკისგან. აღნიშნული პრინციპების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათზე მიერთებულ სახელმწიფოებში მოქმედებს ეროვნული საკონტაქტო უწყებები (National Contact Points (NCPs)), რომლებსაც ევალებათ სათანადო ზომების მიღება, რათა მულტიეროვნულმა კორპორაციებმა თავიანთ საქმიანობაში დაიცვან სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემული სტანდარტები. შვედეთში მოქმედ ასეთ ეროვნულ საკონტაქტო უწყებას მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ,,ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად, რომელიც შვედური კორპორაციის აფილირებული კომპანიაა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებაში წარდგენილი გაფიცული თანამშრომლების თანახმად, ,,ევოლუშენში’’ არსებული სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა უფანჯრო სამუშაო სივრცე, სადაც მხოლოდ ხელოვნური განათებაა და პრობლემურია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. კომპანიაში ასევე პრობლემას წარმოადგენს სანიტარული და ჰიგიენის ნორმების დაუცველობა, რის გამოც სამუშაო სივრცეში გავრცელებულია სხვადასხვა სახის მწერი. აღსანიშნია ასევე, რომ დასაქმებულებს არ აქვთ გამოყოფილი ადეკვატური დრო შესვენებისათვის. არსებული პირობების გამო, ხშირია შემთხვევები, როცა თანამშრომლები ხდებიან ცუდად და გადაჰყავთ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით. კომპანიის შენობაში არ არის სამედიცინო ოთახი და სამედიცინო პერსონალი. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე ანაზღაურების ოდენობა, რომელიც, დასაქმებულების თქმით, არ შეესაბამება მძიმე სამუშაო პირობებს[2].

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ შრომითი უფლებების დარღვევის ზემოაღნიშნული პრაქტიკა შეინიშნება კომპანიაში, სადაც ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებულები - ,,ევოლუშენის’’ თანამშრომლების უმეტესობა სტუდენტები არიან, რომლებსაც არ აქვთ დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და ამიტომ იძულებული არიან დაეთანხმონ მძიმე სამუშაო პირობებს და დაბალ ხელფასს.

"ვოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებული პირები დიდი ხანია იბრძვიან თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად. კომპანიაში არსებული არასათანადო შრომითი პირობები არაერთხელ გამხდარა ფართო საზოგადოების ყურადღების საგანი. კომპანიაში სხვადასხვა დროს უფლებადარღვევის ფაქტები დადგენილი აქვს სახალხო დამცველის აპარატსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. 2021 წელს სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ კომპანიაში ადგილი ჰქონდა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების ფაქტს და ერთ-ერთ რეკომენდაციად მიუთითა შიდაორგანიზაციულ დოკუმენტში სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტების გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურის გათვალისწინების საჭიროებაზე[3]. 2022 წელს კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ,,ევოლუშენ ჯორჯია’’ სამართალდამრღვევად სცნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის[4].

,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ 12 ივლისიდან დღემდე დასაქმებულია გაფიცული. კომპანია არ იჩენს კონსტრუქციულ მიდგომას გაფიცული პირების მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად და სამუშაო ადგილზე არსებული მძიმე შრომის პირობების გამოსასწორებლად.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ შვედეთში მიმდინარე წარმოების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი - განცხადება ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შვედურ მხარეს ევოლუშენის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა’’:https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentrma-shvedur-mkhares-evolushenis-tsinaaghmdeg-sachivrit-mimarta.

[2] რადიო თავისუფლება - სტატია ,,როცა ეს თამაში აღარ არის - რა ხდებაევოლუშენისკედლებს მიმა?’’:

https://cutt.ly/jeclkrjY.

ნეტგაზეთი - სტატია ,,მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურერას ჰყვებიანევოლუშენ ჯორჯიას’’ თანამშრომლები’’:zeti.ge/life/731036/.

[3] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი - ,,რეკომენდაცია შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ’’:

https://ombudsman.ge/res/docs/2022010418075293081.pdf?fbclid=IwAR29vjspfpIqTgEUk-lo7JfxlPl_Urh0GM-dipF750phEogCDRTq-vB6ZTU.

[4] ბიზნეს მედია საქართველო - ’’:

https://bm.ge/news/quotevolushen-jorjiaquot-dominantur-mdgomareobas-tanamshromlebis-winaagmdeg-borotad-iyenebs---personalur-monacemta-dacvis-samsaxuri/114979.

https://gyla.ge/ge/post/aia-ekhmianeba-shps-evolushen-jorjias-tanamshromlebis-gaficvas#sthash.ZAnyDWxO.dpbs

https://www.facebook.com/photo?fbid=1110140054444780&set=a.727040116088111

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“