[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

შსს-ს მხრიდან კარვების გაშლის თვითნებური და უკანონო შეზღუდვის საქმეზე მთავარი სხდომა ჩაინიშნა

03 დეკემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია მოსარჩელეების - ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მოპასუხეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოითხოვენ, რომლითაც მათ შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს გამართული სხდომა მოპასუხეთა მხრიდან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძვლით გადაიდო და იმედს გამოვთქვამთ, რომ 3 დეკემბრის სხდომაზე შესაძლებელი გახდება საქმის არსებითი განხილვის დასრულება.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები იცავენ. დავა შსს-ს მხრიდან კარვების გაშლის აკრძალვის თვითნებური და უკანონო პრაქტიკის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“