საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაწყებული წარმოება შეწყდა. 2019 წლის 3 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს შსს-ს თანამშრომელმა ვინაობის წადგენისა და სამართლებრივი დოკუმენტების გადაცემის გარეშე განუმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაჩალიკაშვილის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს (კარვების გაშლის საქმესთან დაკავშირებით) ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტს სწავლობდა და საქმე ცოტა ხანში სასამართლოს გადაეცემოდა.
EMC-იმ დაუყოვნებლივ მიმართა შსს-ს და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, რაზეც დღეს გვეცნობა, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, მაჩალიკაშვილის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სავარაუდოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173- ე (პოლიციის თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა) მუხლებით. მოგვიანებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა და ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ინსტრუქცია