[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები “შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას ეფექტიან ჩართულობას ითხოვენ

მიმდინარე წლის 16 მარტს, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც შშმ პირებს უკავშირდება. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ.

მოგეხსნებათ, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის პროექტის განხილვაში შშმ პირთა თემის წარმომადგენლების, მშობლების და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა, ვინაიდან არ მოხდეს რაიმე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო, მაქსიმალური დაცვა სჭირდება შშმ თემს, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ რისკ-ჯგუფს. შესაბამისად, ერთი მხრივ კანონის პროექტის განხილვაში მათი მონაწილეობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის, მეორე მხრივ კი, შშმ თემის ჩართულობის გარეშე მათთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, რაც ეწინააღმდეგება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას.

ასევე აღვნიშნავთ, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს აღნიშნულ კანონპროექტზე ფორსირებულ რეჟიმში მუშაობა და შშმ თემის პრაქტიკულად ჩამოშორება სადისკუსიო პროცესს. საგულისხმოა ისიც, რომ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების საპარლამენტო განხილვამდე დაგეგმილი იყო სამუშაო შეხვედრა შშმ თემის და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, რაზეც გვქონდა რიგი წინადადებები და შენიშვნები. სწორედ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ორჯერ გადაიდო. პირველ შემთხვევაში ბორჯომში, შემდეგ კი თბილისში ჩაიშალა სამუშაო შეხვედრები. სწორედ ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ჩვენს გარეშე - ჩვენივე პრობლემებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს: ქვეყანაში არსებული სახიფათო მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და თემში ძალიან ბევრი შეკითხვებია,მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გადაიდოს ხვალინდელი განხილვა და საკითხზე მუშაობას დავუბრუნდეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემენ რეკომენდაციას, რომ საგანგაშო პერიოდი ჩავლილია. ნუ გვაყენებთ გამოუვალ მდგომარეობაში და ნუ შევუქმნით პირდაპირ საფრთხეს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და რისკ-ჯგუფში შემავალ ჩვენს მოქალაქეებს.

შშმ თემის მონაწილეობის გარეშესაკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გადადების საკითხს ქვეყნის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებიც უერთდებიან:

  • კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის";
  • საია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • EMC - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • პლატფორმა “ახალი შესაძლებლობებისთვის”;
  • პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის;
  • PHR -პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
  • PIC - მშობელთა საინფორმაციო ცენტრი;
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
  • ფონდი “აურეს" - Aures Foundation
  • MAEE - მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“