[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების ღია წერილი მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიოგი ტყემალაძეს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ კახი კალაძეს

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების მეორე ღია წერილი

მოგმართავთ ღია წერილით, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება და განგაში, თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, მიხეილ ჯავახიშვილის სახლის სიახლოვეს, საქანელას ქუჩაზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის გამო.

სს „სილქნეტის“ მიერ ინიცირებული ეს პროექტი, ლახავს ქალაქის ისტორიული განაშენიანების და მასში დაცული ძეგლების სივრცით არქიტექტურულ გარემოს. მშენებლობა, რომელიც სრულიად ცვლის ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს, უშვებს განაშენიანების არატრადიციული ფორმების დომინაციას, რაც დამღუპველია ჩვენი იდენტობის და კულტურის შემადგენელი თბილისის ისტორიული ნაწილისათვის. ამ მასშტაბს ჩარევა, მომავალში, ბიძგს მისცემს მარჯვენა სანაპიროზე, მასიური და უსახური სხვა მშენებლობების განხორციელებას. ყოველივე ზემოთთქმული, ეწინააღდეგება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობას.

პროექტის მოცულობამ და თბილისის ისტორიული ნაწილის ამცავი ზონების რეგლამენტთან მისმა შეუთავსებლობამ, მანამდეც არა ერთხელ აღაშფოთა საზოგადოება. ქალაქის მერსა და საკრებულოს, 2020 წლის ბოლოს, პირველი ღია წერილით მივმართეთ. მაშინ პროექტის შეჩერებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროფესიული არგუმენტაცია, ქალაქის მთავრობისა და საკრებულოსთვის, მნიშვნელოვანი გახდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, არსებითი ცვლილების გარეშე, ხელახლა წარმოდგენილი პროექტის გეგმარებითი დავალება მაინც დამტკიცდა. გეგმის თანახმად, მრავალფუნქიურ, კომერციულ კომპლექსს სს „სილქნეტიმათ შორის, 4, 12 და 25 სართულიანშენობების მეშვეობით განახორციელებს.

საკითხის განხილვისას, მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დამსწრე წევრთა ნახევარმა, უარყოფითად შეაფასა და მძიმე დახასიათება მისცა პროექტს. მათი განცხადებით პროექტიგაუაზრებელია ურბანული თვალსაზრისით, მიუღებელია მისი მასშტაბი, არქიტექტურული გადაწყვეტა, დამოკიდებულება ლანდშაფტთან, არქიტექტურულ გარემოსთან. წარმოდგენილი პროექტი არა მარტო უგულებელყოფს ისტორიული ქალაქის თავისებურებებს, არამედ უპირისპირდება მას.

პროექტი პრობლემურია, ეკოლოგიური კუთხითაც, რამდენადაც, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სარეკრეაციო ზონითაა დაფარული და მასზე დიდტანიანი ხეები ჭარბობს. საბჭოს ერთერთი წევრის პოზიციის თანახმად, სანაპიროს გამწვანებული ერთიანი ზოლი აღარ დომინირებს მიმდებარე ტერიტორიაზე, ის ჩაანაცვლა სანაპიროს მთელ მონაკვეთზე პერიმეტრულმა განაშენიანებამ, რომელიც უცხოა მარჯვენა სანაპიროს ძველი თბილისისამ მონაკვეთისთვის. საპროექტო მოცემულობით ხდება ტერიტორიის მოსწორება და ერთიან რკინაბეტონის ქვაბულში ჩასმა, რაც საბოლოოდ გააქრობს ბუნებრივ რელიეფ.

საბჭოს იმ წევრებს, ვინც თანხმობა გამოუცხადა პროექტს, არ წარმოუდგენიათ რაიმე ვალიდური დასაბუთება მათი პოზიციის მხარდასაჭერად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტის დროებითი შეჩერება, მხოლოდ საზოგადოებივი პროტესტის ჩაცხრობას ემსახურებოდა, ხოლო ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებისას, ქალაქის ხელისუფლება ამოვიდა სს „სილქნეტის“ და არა ქალაქის ისტორიული ნაწილის ინტერესებიდან.

წინამდებარე წერილით მოვითხოვთ, არ მისცეთ სს „სილქნეტს“ თბილისის ისტორიული ნაწილის განადგურების უფლება:

  • ბათილად ცნოთ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, რათა პროექტს არ მიეცეს მსვლელობა სანებართვო პროცესის შემდეგ სტადიებზე;
  • პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით, უზრუნველყოტერიტორიისთვის ჩარჩოდოკუმენტის მომზადება, რომელიც ინვესტორს ისტორიული ქალაქის ინტერესიდან გამომდინარე განუსაზღვრავს განაშენიანების ძირითად პარამეტრებს და ქალაქგეგმარებით მახასიათებლებს.

ხელმომწერები:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • მწვანე ალტერნატივა
  • ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო)
  • ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  • საქართველოს ეროვნული ფონდი
  • მწვანეები
  • საზოგადოება „ბათომი“
  • სამოქალაქო მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა
  • ეკო ცენტრი-მოძრაობა „გავიგუდეთ“
  • დიღმის ჭალების სამეზობლო თემი
  • საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  • ანა ბიბილაშვილი, არქიტექტორი, ურბანისტი
  • მარინე მიზანდარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
  • ცირა ელისაშვილი, მხატვარ მონუმენტალისტი
  • ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე
  • სოფიო ზვიადაძე, სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო ინაიშვილი, ხელოვნებათმცოდნე
  • საინიციატივო ჯგუფი “მუზეუმისთვის”

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“