[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.
  • იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI

ღია საზოგადოების ფონდი - OSGF

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“