[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს არ მიიღოს კანონი მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შესახებ

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიუარყოფითად ვაფასებთ საქართველოს  მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის მეირ განიხილება კანონპროექტი, რომელიც პირის მიერ  რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს და მისი ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებასა და პლურალური, ლიბერალური  და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში.

სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილების განხილვის დროს ასევე დაირღვა პროცედურული მოთხოვნები, რადგან ინიცირებული ნორმა არ წარმოადგენდა თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტის ნაწილს და მისი დამატება დოკუმენტში მხოლოდ მეორე მოსმენისას მოხდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან და ამცირებს საკანონმდებლო პროცესში ჩართულობისა და საჯაროობის შესაძლებლობა

ინიცირებული კანონის პროექტი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს  იმ შემთხვევაში თუ, პირმა თავისი განცხადებით ან ქმედებით რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილი გამოხატა საჯაროდ, რაც მიზნად ისახავდა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ან პირის საჯარო გამოხატვაში ჩანდა რელიგიური შუღლი და სიძულვილი ან შეიცავდა საჯარო მოწოდებას ამგვარი ქვედებისკენ.  განსახილველი ნორმა არ შეიცავს იმ ტესტსაც კი, რომელიც ამგვარი საჯარო გამოხატვის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შესაბამისი ინტენსივობის ძალადობის დადგომის რეალური და არსებითი საფრთხეების არსებობის სტანდარტს დაადგენდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი საკანონმდებლო ჩანაწერი გამოხატვის თავისუფლებაზე თვითნებურ და გაუმართლებელ შინაარსობრივ შეზღუდვას დააწესებს და საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ საჯარო დებატებს საზოგადოებაში. სეკულარიზმთან დაკავშირებით სახელმწიფოს სეკულარობის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ძალაუფლებებისა და რელიგიის თემაზე საჯარო დებატებსა და საზოგადოებრივი პროცესების რაციონალიზაციას მოითხოვს, ამგვარი შეზღუდვის დაწესება  განსაკუთრებით მიუღებელია.

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შინაარსობრივი შეზღუდვა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან, რადგან:

1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრეცედენტულ სამართალში ადგენს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა და ის საზოგადოების განვითარებისა და ინდივიდის თვითრეალიზების საფუძველია. გამოხატვის თავისუფლების იცავს არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეას რომელიც სხვებისთვის მისაღები, სულერთი ან უვნებელია, არამედ იმასაც, რომელიც შოკისმომგვრელელი, შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელიც კია. პლურალიზმი, შემწყნარებლობა და თავისუფალი აზროვნება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა საგამონაკლისო ხასიათს უნდა ატარებდეს და ის ვიწროდ უნდა იქნეს გამოყენებული.[1]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი  შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების  ფარგლები მკვეთრად შეზღუდულია.[2]

სხვა საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი.“[3]

2. გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიის თავისუფლებას შორის შესაძლო კონფლიქტის შეფასების დროს ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მას ვინც საკუთარ რელიგიას გამოხატავს, მიუხედავად იმისა ის უმრავლესობაშია თუ უმცირესობაში, არ უნდა გააჩნდეს გონივრული მოლოდინი, რომ ის თავისუფალია ყოველგვარი კრიტიკისგან. მან უნდა ითმინოს და მიიღოს სხვების მხრიდან მისი რელიგიური რწმენის უარყოფა და მეტიც მისი რწმენისთვის მტრული დოქტრინის პროპაგანდა.[4]

3. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა  ძალადობრივი ან/და დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისკენ მოწოდება. სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ კანონი, ისევე როგორც მისი გამოყენების პრაქტიკა, განასხვავებდეს გამონათქვამებს, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაძლოა ძალადობის ენას შეიცავდეს, მაგრამ, ამავე დროს, უვნებელია და პოლიტიკური სოციალური თუ სამეცნიერო დისკურსის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწოდებას, როდესაც მის ავტორს გააზრებული აქვს მოწოდების სავარაუდო შედეგი და მიზნად ისახავს ამ შედეგის დადგომას. [..] თავისთავად მოწოდების ფაქტი არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. ამისათვის საჭიროა ძალადობის და/ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, ან ასეთი ქმედების განხორციელების რეალური საფრთხე. [..] მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის ქმედება (მოწოდება) [..] ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.[5]

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალსწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაამტკიცოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი და ზოგადად უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მგრძნობელობის მქონე საკითხების განხილვის პროცესის საჯაროობა და ინკლუზიურობა.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტაბულა

სამოქალაქო განათლების ფონდი

მედიის განვითარების ფონდი

კავშირი საფარი

თავისუფლების ინსტიტუტი

საინფორმაციო ცენტრების ქსელი

ჟურნალი ლიბერალი

ინტერენეტ გამოცემა TSpress.ge

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Surek v . Turkey, judgment dated 8 July, 1999, application #26682/95, paras. 58 (i)

[2] საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის’’, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია’’, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.28;

[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.7;

[4] İ.A. v. Turkey, judgment 13 September 2005, application #42571/98, paras.23

[5] საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის’’, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია’’, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.104;

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“