საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერები, მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება. ასევე, მივმართავთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად.
დღეს, საზოგადოება მომსწრეა სასამართლო სისტემაში მიმდინარე კრიზისული მოვლენების, რაც უპირველესად უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას, არაჯანსაღი და ხარვეზიანი პროცესების გზით.მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინური დევნის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით.
განვითარებულ კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენების მოხდენას და კონკრეტული ჯგუფების მიერ კონტროლის დამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა,
რის შედეგადაც:
არსებული კანონმდებლობა, ისევე როგორც საბჭოს გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს შექმნას და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას და ინტერესს - მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ.
არსებულ პირობებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დაგვაშორებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეისგან. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის დაუოვნებლივ შეცვლა. მოსამართლეთა კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ პერიოდში ამოეწურა ან უახლოეს თვეებში ეწურება. ვაკანტური ადგილების არსებული უსამართლო და არაკონსტიტუციური პროცესის გზით შევსება კი, აზრს უკარგავს შემდეგში კანონმდებლობის გაუმჯობესებას, რასაც პოზიტიური გავლენა ვეღარ ექნება სასამართლოს სათანადო კადრებით დაკომპლექტებაზე.
სწორედ ამიტომ, დღეს პეტიციაზე ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა:
ინსტრუქცია