საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2021 წლის 26 იანვარს 12:00 საათზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში გაეროს წევრი ქვეყნები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას შეაფასებენ. წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციებს გაუზიარებენ. მოსმენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა - http://webtv.un.org/
გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში მოქმედი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია/კოალიცია ჩაერთო. სამოქალაქო სექტორმა მიმოიხილა არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და რეკომენდაციებით მიმართა საერთაშორიო პარტნიორებსა და დიპლომატიურ კორპუსს, გაეროს წევრი ქვეყნების მიერ უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაში რეკომენდაციების ასახვის მიზნით.
სამოქალაქო სექტორი საუბრობს შემდეგ თემებეზე:
გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მიზანია გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება და რეკომენდაციების წარდგენით არსებული გარემოს გაუმჯობესება.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში განხოციელებული ონლაინ ადვოკატირების კამპანია მიმდინარეობდა UPR Info -სა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
რეკომენდაციები შემდეგმა ორგანიზაციებმა მოამზადეს:
ინსტრუქცია