საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


2026 წლის 23 იანვარს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებების ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესის თაობაზე წერილობითი მოსაზრებები წარუდგინეს.
ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები აერთიანებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ 22 გადაწყვეტილებას, რომლებშიც სასამართლომ დაადგინა სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების აკრძალვის და სიცოცხლის უფლების დარღვევა, აგრეთვე, ამავე საქმეების არაეფექტიანი გამოძიება. აღსანიშნავია, რომ საქმეთა ეს ჯგუფი კომიტეტის გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარება, რაც გულისხმობს კომიტეტის მიერ ყოველწლიურად წამების პრევენციის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასებას ადამიანის უფლებათა სხდომებზე.1
კომიტეტისთვის წარდგენილ დოკუმენტში მწვავედ არის გაკრიტიკებული საქართველოში 2025 წლის განმავლობაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის და გამოძიების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების მიერ მინისტრთა კომიტეტის მიერ აქამდე გაცემული რეკომენდაციების განგრძობითი უგულებელყოფა. კერძოდ, ანგარიშში ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ საკითხებზე:
ანგარიშის ბოლოს, საქართველოში არსებული უმწვავესი ადამიანის უფლებათა კრიზისის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტს მივმართავთ, თავის შეფასებაში განსაზღვროს რიგი საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებები, რათა საქართველოში წამების და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების პრევენციის მიმართულებით არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე არსებულ მდგომარეობას მიმდინარე წლის 9-11 მარტს დაგეგმილი ადამიანის უფლებათა სხდომის ფარგლებში შეაფასებს და ვიმედოვნებთ, რომ კომიტეტი ჩვენს მოთხოვნებს გაიზიარებს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გავაგრძელებთ საქართველოში წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის განახლებული ინფორმაციის წარდგენას.
ინსტრუქცია