[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სხვა / განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს.

სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.

კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება.

ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა!

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. 4710 Contemporary Art Gallery
  2. CENN - კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი
  3. Center for Social Sciences
  4. Equality 17
  5. Femina
  6. GWAction Group
  7. Populus Rei
  8. ა(ა) იპ ქართული მედია ჯგუფი
  9. ა(ა)იპ "ტოლერანტობის სამყარო"
  10. ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  11. ა(ა)იპ ნეო ტვ
  12. ა/ო "ვიმეგობროთ"
  13. მოძრაობა "ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო"
  14. ააიპ „მთის თემი“
  15. ააიპ მშობლები განათლებისთვის
  16. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
  17. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
  18. აიპ პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  19. ალტერნატივა ჯორჯია
  20. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  21. არ გადადო
  22. არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისათვის"
  23. ასოციაცია "ევროპის დროით"
  24. ასოციაცია "სოციალური ქოლგა"
  25. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  26. ახალგაზრდა მწვანეები
  27. ახალგაზრდული ალტერნატივა
  28. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია - აირა
  29. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  30. ახლგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  31. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  32. ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება
  33. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი"
  34. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
  35. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  36. განათლებისა და განვითარების სივრცე
  37. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  38. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  39. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  40. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  41. დასაქმების და გადამზადების ცენტრი
  42. დემოკრატ მესხთა კავშირი
  43. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  44. დემოკრატიის მცველები
  45. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  46. დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA Georgia)
  47. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  48. ეკო ცენტრი
  49. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
  50. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია
  51. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  52. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  53. თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი EPC
  54. თანასწორობის მოძრაობა
  55. თბილისი პრაიდი
  56. იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"
  57. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  58. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
  59. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  60. კავკასიური დიალოგი
  61. კანონის უზენაესობის ცენტრი
  62. კაქტუს მედია
  63. კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
  64. კომლი
  65. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC
  66. ლომეკი
  67. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  68. მედია ცენტრი კახეთი
  69. მედიაომბუდსმენი
  70. მედიის განვითარების ფონდი
  71. მედიის ინსტიტუტი
  72. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  73. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  74. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  75. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  76. მწვანე ალტერნატივა
  77. ნინოწმინდის სათემო რადიო-ტვ «ნორი»
  78. ოზურგეთის დემოკრტიული ჩართულობის ცენტრი
  79. ორბელიანი საქართველო
  80. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
  81. პრევენცია პროგრესისთვის
  82. პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია / ProActive Group Georgia
  83. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  84. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  85. რეპროდუქციული განათლების ჰაბი
  86. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  87. საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველო
  88. საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურა"
  89. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  90. სათემო რადიო მარნეული
  91. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  92. სალამ
  93. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  94. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ,, ლაკმუსი "
  95. სამოქალაქო იდეა
  96. სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative
  97. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  98. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი CSI
  99. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  100. საორსა
  101. საფარი
  102. საქართველო - დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
  103. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  104. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  105. საქართველოს მედია-კლუბი
  106. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  107. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  108. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
  109. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  110. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  111. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  112. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
  113. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  114. სექტორი 3
  115. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
  116. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი. თემი ქედელი
  117. სოლიდარობის თემი
  118. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  119. სოციალური საწარმო გუმბათი
  120. სუფთა ამბავი
  121. ტელეკომპანია "ლტვ"
  122. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
  123. უფლებები საქართველო
  124. ფენიქსი 2009
  125. ფრანკლინის კლუბი
  126. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
  127. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
  128. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
  129. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  130. ქალთა ფონდი საქართველოში
  131. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"
  132. ქვიარ ასოციაცია - თემიდა
  133. ქობულეთის სამოქალაქო საზოგადოება
  134. ღია სივრცე კავკასია
  135. ყვარლის ევროკლუბი
  136. შავი ზღვის ეკო აკადემია
  137. შპს "ქართული კენკრა"
  138. ჩემი იმერეთი
  139. ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრი "პარტნიორები-საქართველო"
  140. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  141. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
  142. წითელი ხიდი
  143. ჰეპა პლიუსი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“