[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება 5-6 ივლისის მოვლენებში სუს-ის შესაძლო ჩართულობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით 12 ივნისს ტელეკომპანია "პირველი"-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვასა და აღსრულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს-ი) თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობას აღწერს. ამ დრომდე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა, თუმცა 12 ივნისს გასაჯაროვებული ინფორმაცია ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა იდგეს.

ტელეკომპანია ,,პირველი”-ს ეთერში გასულ სიუჟეტში გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულია სავარაუდოდ სუს-ის კონკრეტული თანამშრომლების საიდუმლო შიდა მიმოწერა, რომელიც ასახავს 5 ივლისს პროცესების მართვის მიზნით უწყების თანამშრომლების განსაკუთრებულ მობილიზაციასა და ძალადობრივი ქმედებების მოსამზადებლად კონკრეტული დავალებების გადანაწილებას. როგორც სიუჟეტშია ნაჩვენები, მიმოწერით დასტურდება, რომ სუს-ის მაღალჩინოსნის მითითებებით თანამშრომლებს ზუსტ დროსა და კონკრეტულ ადგილებზე (მათ შორის ვაკის პარკი, მზიური და მარჯანიშვილის მოედანი) ხალხის მიყვანა და წინასწარ შერჩეულ ადგილებზე მათი განლაგება ევალებოდათ. მიმოწერის ტექსტებში კი იკვეთებოდა უწყების თანამშრომლების ჰომოფობიური დამოკიდებულებები და კმაყოფილება მომხდარ ძალადობაზე.

ღირსების მარშის დროს ჟურნალისტებსა თუ აქტივისტებზე განხორციელებული სხვადასხვა ინტენსივობის თავდასხმების ორგანიზებული ხასიათი აშკარად ჩანდა 5 ივლისს მედიით გავრცელებულ კადრებში. ძალადობის ორგანიზატორები ღიად მიუთითებდნენ კონკრეტულ ლოკაციებს (მათ შორის ,,სირცხვილია”-სა და ,,თბილისი პრაიდი”-ს ოფისებში შეჭრა), რომელთა დარბევისკენაც მოუწოდებდნენ კონტრაქციის მონაწილეებს. ასევე, მოძალადე ჯგუფის წევრები წინასწარ მობილიზებას ახდენდნენ იმ ადგილებზეც, სადაც სამიზნე აქტივისტებმა უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გადაინაცვლეს. უფრო მეტიც, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ მომზადებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ ადგილზე მყოფმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა, არათუ ძალადობრივი ქმედებების ავტორები არ დააკავეს, არამედ კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კონსტანტინე მორგოშია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შეუშვეს იმ შენობის სადარბაზოში, სადაც მდებარეობს „სირცხვილია“-ს ოფისი, იმ მიზნით, რომ კონტრაქციის მონაწილეები დარწმუნებულიყვნენ, რომ სადარბაზოში და ოფისში აღარავინ იმყოფებოდა.

2021 წლის 5 ივლისს, ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა, წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებით, რასაც თან ახლდა სახელმწიფოს აშკარა უმოქმედობა, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას, რომლის ორგანიზატორიც იყო „თბილისი პრაიდი“ და სხვა სამოქალაქო/აქტივისტური ჯგუფები. 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების წევრების მიზანმიმართული ანგარიშსწორების შედეგად სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ასევე გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვნეს. ასევე თავს დაესხნენ აქტივისტურ ორგანიზაცია „სირცხვილია“-სა და „თბილისი-პრაიდის“ ოფისებს და დააზიანეს სატელევიზიო ტექნიკა.

5 ივლისის მოვლენებიდან დღემდე, თითქმის 1 წლის თავზეც კი, საგამოძიებო ორგანოების მიერ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა არ არის გამოკვეთილი. სამართალდამცავ ორგანოებს ამ დრომდე არ აქვთ გამოძიება დაწყებული შეკრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლი). ძალადობის ორგანიზებაში მონაწილე სავარაუდო პირთა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით გამოძიების პასიურობა და ამ ნაწილში დაზარალებულებისთვის საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმა აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური ნების არარსებობის შესახებ. ამ ეჭვს ამყარებს 5 ივლისს დილით საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული „ღირსების მარშის“ და მისი ჩატარება „მიზანშეუწონელია“, „მარშის“ უკან კი „რადიკალური ოპოზიცია“ დგას.

ცხადია, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტური ჯგუფების მიმართ გამოვლენილი მასობრივი ძალადობის შეწყნარება, დემონსტრაციულად არაეფექტიანი პრევენცია და გამოძიება, კიდევ უფრო ნათელი და ახსნადი ხდება იმ პირობებში, როდესაც ამ პროცესების დაგეგმვაში შესაძლოა უშუალოდ იყვნენ ჩართულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე თავდასხმისა და გამოვლენილ ძალადობაზე არაეფექტიანი გამოძიების წარმართვა ის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია, რაც ევროპარლამენტმა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ რეზოლუციაშიც მიუთითა. ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეებზე ეფექტიანი გამოძიებისა და ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმართვა ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ შესასრულებელი ერთგვარი წინაპირობაა.

საჯარო სივრცეში ჟურნალისტებისა და აქტივისტური ჯგუფების მიმართ გამოვლენლი მასობრივი ძალადობის შეწყნარება და მით უფრო ამ პროცესში სახელმწიფოს ნეგატიური მონაწილეობა ჩვენს საზოგადოებაში დაუცველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის უმძიმეს განწყობებს ქმნის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში ღიად და შეუნიღბავად უკავშირდება კრემლის პოლიტიკას და მის მხარდაჭერას, ამგვარი ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ლოიალობა და მათი შესაძლო ინსტრუმენტალიზება დამატებით უფრო ფართე პოლიტიკურ ეჭვებს აჩენს.

ცალკე უნდა გაესვას ხაზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დემონსტრაციულ არაეფექტიანობას პრორუსული პოლიტიკური და მედია ძალების პროპაგანდასთან გამკლავებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით. სუს-ი საკუთარ წლიურ ანგარიშებიც კი არ ახდენს პროპუტინისტური მედია და პოლიტიკური აქტორების იდენტიფიცირებას და მათი დაფინანსების წყაროების გასაჯაროვებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შესახებ საზოგადოებრივი ცოდნის შექმნისა და მათი გავლენების პრევენციისთვის. ამასთან, სუს-ს არ აქვს რუსულ პროპაგანდასთან გამკლავების საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს მხარდამჭერი პოლიტიკური და მედია აქტორების დასახელებას, მათგან მომდინარე ნარატივებისა და დეზინფორმაციის კლასიფიცირებას და საპასუხო საინფორმაციო ზომების მიღებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მიიღო ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სტრატეგია, მას რეალურად არ გააჩნია ამგვარი ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგისა და პრევენციის ადეკვატური გეგმა და პოლიტიკა. 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული პროცესების ჯაჭვი და სუს-ის საქმიანობის ინსტიტუციური ჩავარდნები, მთლიანობაში უსაფრთხოების სისტემის მედეგობას ეჭვქვეშ აყენებს და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების უმძიმესს გამოცდილებას ქმნის.

კანონის უზენაესობის პატივისცემისა და მართლწესრიგის დაცვისთვის, ასევე საბაზისო საზოგადოებრივი ნდობის შექმნისთვის უსაფრთხოების სისტემების მიმართ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, არსებითია:

საქართველოს პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა:

  • მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს /უზრუნველყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება;
  • დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები 5-6 ივლისს ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ;
  • საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ.

საქართველოს პარლამენტმა:

  • გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი 5-6 ივლისს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ შორის, ამ მოვლენების გამოძიების, პრორუსული ჯგუფების საქმიანობის უსაფრთხოების პერსპექტივით შემოწმებისა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გასამკლავებლად სუს-ის მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ღია საზოგადება საქართველო (OSGF)
  • საფარი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“